მიიღეთ ცდა სპონსორისგან (142)
სიახლეები > სიახლე ფინალებში !
2014-10-06 15:32:11

სიახლე ფინალებში !

შემოდგომის სეზონის ფინალებზე მონაწილეებს ორი საინტერესო სიახლე ელით:

1. სამის ნაცვლად, თითოეულ საგანში იქნება ორი ცდა; გამარჯვებული ამ ორი ცდის ჯამური ქულებით გამოვლინდებიან.

2. ტესტის სტრუქტურა (გამოყოფილი დრო, ქულების სისტემა, კითხვების რაოდენობა) უცვლელია, თუმცა იცვლება საკუთრივ კითხვები:

აქტიური მონაწილეებისთვის სასიამოვნო ფაქტია ის, რომ პირველ ცდაზე მონაწილეებს ექნებათ კითხვები, რომელთა გაკეთება შეეძლოთ მთელი შესარჩევი ტურის განმავლობაში. ხოლო მეორე ცდა, მთლიანად, ახალ         კითხვებს დაეთმობა (შესარჩევი ტურის მსგავსად, კითხვები არ იქნება იმ კლასის მასალიდან, რომელი კლასის ფინალიც ტარდება).

 

უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ფინალების ჩატარების განრიგი.

 

გისურვებთ წარმატებებს !