მიიღეთ ცდა სპონსორისგან (139)
სიახლეები > ფინალების ნაწილობრივი განრიგი !
2014-10-07 16:33:37

ფინალების ნაწილობრივი განრიგი !

2014 წლის 30 სექტემბრის ღამის 12 საათზე გამოვლინდნენ 2014 წლის შემოდგომის სეზონის ფინალისტები.

იხილეთ უახლოესი ფინალების ჩატარების განრიგი (მე-8 და მე-9 კლასებისთვის):

 

12 ოქტომბერი, კვირა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

ფინალების მასპინძელი - კერძო სკოლა "ივერია". მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილის # 36.

რეგისტრაცია (მე-9 კლასი):

  • ფიზიკა - 14:00-დან 14:30 საათამდე.
  • ქიმია  - 15:00-დან 15:30 საათამდე
  • ბიოლოგია - 16:00-დან 16:30 საათამდე.

შენიშვნა: ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში, მე-8 კლასის ფინალი არ ტარდება, რადგან შესარჩევი ტურის განმავლობაში ოლიმპიადა არ მიმდინარეობდა.

 

19 ოქტომბერი, კვირა: მათემატიკა, გეოგრაფია.

ფინალების მასპინძელი -  სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე". მისამართი: თბილისი, მუხიანის დასახლება, IV ბ მიკრორაიონი.

რეგისტრაცია:

  • მათემატიკა (მე-8 კლასი) - 14:00-დან 14:30 საათამდე.
  • მათემატიკა (მე-9 კლასი) - 16:00-დან 16:30 საათამდე
  • გეოგრაფია (მე-8 კლასი) - 15:00-დან 15:30 საათამდე.
  • გეოგრაფია (მე-9 კლასი) - 17:00-დან 17:30 საათამდე.

 

უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ფინალების სრული განრიგი.

 

დაგვიანების შემთხვევაში, მონაწილე არ დაიშვება.

პროფილში მითითებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის ან მოთხოვნილი დოკუმენტების (პირადობის დამადასტურებელი და ცნობა სკოლიდან) ვერ წარმოადგენის შემთხვევაში, მონაწილე იღებს დისკვალიფიკაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ფინალის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე, არ მოხერხდება ფინალისტთან დაკავშირება ან ფინალის თარიღამდე 4 სამუშაო დღით ადრე თავად ფინალისტი არ დაადასტურებს მონაწილეობას წერილობით ელ-ფოსტაზე info@eruditor.ge, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოხნას ან ჩაანაცვლოს აღნიშნული მონაწილე შესარჩევი ტურის რეიტინგში მომდევნო ადგილზე მყოფი მონაწილით (რომელიც თავდაპირველი შედეგებით ვერ მოხვდა საფინალო ოცეულში).

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 2 48 44 44.

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან ელ-ფოსტაზე: info@eruditor.ge.

 

 

გისურვებთ, წარმატებებს !