მიიღეთ ცდა სპონსორისგან (166)
სიახლეები > მათემატიკისა და გეოგრაფიის ფინალები
2014-10-20 16:12:09

მათემატიკისა და გეოგრაფიის ფინალები

 19 ოქტომბერს  ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს მათემატიკასა და გეოგრაფიაში სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთემ“ უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-8და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ: 1-ლი ადგილის მფლობელები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ, მეორე ადგილოსანები 70%-იანს, ხოლო მესამეზე გასულ კონკურსანტებს „პრომეთე“ სწავლის საფასურის 50%-ს გადაუხდის.  

საკუთარი ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 მათემატიკა, მე-8 კლასი

ადგილი: ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;

 II ადგილი: გიორგი ადიკაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ესაჯარო სკოლა;

 III ადგილი: თეკლა შალიკიანი - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა.

 

გეოგრაფია, მე-8 კლასი

ადგილი: ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი: ნიკა ოთარაშვილი - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“;

III ადგილი: ანა სიმონიშვილი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.  

 

მათემატიკა, მე-9 კლასი

ადგილი: ნოდარ მშვიდობაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა;

II ადგილი: გიორგი ბოტკოველი -  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა;

III ადგილი: მარიამ სამხარაძე -  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა.

 

გეოგრაფია, მე-9 კლასი

ადგილი: ნიკოლოზ ონეზაშვილი -თბილისის 102-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი: გიორგი გიორგობიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა;

III ადგილი: ანანო ამაღლობელი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“. 

 

შეგიძლიათ იხილოთ "იმედის დილის" სიუჟეტი: