მიიღეთ ცდა სპონსორისგან (165)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ქართულში
2014-10-27 14:23:20

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ქართულში

26 ოქტომბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს ქართულში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ: 1-ლი ადგილის მფლობელები 800 ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილოსანები 600 ლარიანს მიიღებენ, ხოლო მესამეზე გასულ კონკურსანტებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურიდან 300 ლარს გადაუხდის.  

საკუთარი ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 

მე-10 კლასი

I ადგილი: ელეონორა გიორგაძე -  ქალაქ თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;

 

II ადგილი: ირაკლი გეტიაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;

 

III ადგილი: დავით თათოშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;.

 

 

მე-11 კლასი

I ადგილი: დემეტრე ქარდავა - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

 

II ადგილი: ილია კურდღელაშვილი - საგარეჯოს 1 საჯარო სკოლა;

 

III ადგილი:ნატო ბულია - სამეცნიერო-საწარმოო ფირმა „ალმასი“.  

 

 

მე-12 კლასი

I ადგილი:თამარ წაქაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა;

 

II ადგილი:თამარ კლდიაშვილი - ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა;

 

III ადგილი:ნათია ჩადუნელი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლა.