მიიღეთ ცდა სპონსორისგან (139)
სიახლეები > ახალი სეზონი ახალ საიტზე !
2014-10-27 18:38:49

ახალი სეზონი ახალ საიტზე !

ახალი საიტის გააქტიურების გამო, შეწყდა საიტის ძველ ვერსიაზე მიმდინარე ცდების ყოველკვირეული და სკოლადამთავრებულთა ოლიმპიადები.

ოლიმპიადების შეწყვეტის მომენტისთვის არსებული რეიტინგების შესაბამისად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაერიცხათ კუთვნილი ცდები ადგილების მიხედვით.

 

საიტის განახლებასთან ერთად, გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს:

 

1. შეიცვლა eruditor.ge - ის ოლიმპიადის სტრუქტურა, კერძოდ:

ორის ნაცვლად იქნება სამი ტური: შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალი.

  • შესარჩევ ტურში თქვენი ამოცანაა, დააგროვოთ ჯამური 170 ქულა. ბარიერის გადალახვისთანავე, შეძლებთ ნახევარფინალში მონაწილეობას.
  • ნახევარფინალში თქვენი ამოცანაა მოხვდეთ საგნების ოცეულებში.
  • ფინალური ტურის წესები იგივეა.

2. შეიცვლა ცდის მიღების წესი:

  • მოიხსნა 24 საათის განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვა და შეგიძლიათ სპონსორებისგან აიღოთ შეუზღუდავი რაოდენობის ცდა.
  • ცდის აღებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ცდა გაქვთ გახარჯული, ანუ დარჩენილი გაქვთ 0 ცდა.

3. კვირის ლიდერების აქამდე არსებული რეიტინგები გამოეყო მიმდინარე ოლიმპიადებს და ცალკე ოლიმპიადის სახით იქნება წარმოდგენილი.

ახალ ოლიმპიადაში, რომელსაც "მოიგე ცდები" ჰქვია, თქვენ შეძლებთ ცდების დაგროვებას - ამისთვის საჭიროა, ადგილი დაიკავოთ ათეულში.

შენიშვნა: "მოიგე ცდები" დამოუკიდებელი ოლიმპიადაა და მას კავშირი ძირითად ოლიმპიადასთან აღარ აქვს.

კვირის ლიდერების მსგავსად, სკოლადამთავრებულთა ოლიმპიადაც ცალკე ოლიმპიადის სახით იქნება წარმოადგენილი.

 

 

იმედი გვაქვს, ახალი საიტი ბევრად უფრო მოსახერხებელი და სიანტერესო იქნება.

გისურვებთ წარმატებებს !