მიიღეთ ცდა სპონსორისგან (139)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები გეოგრაფიაში  
2014-11-17 18:34:52

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები გეოგრაფიაში  

16 ნოემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს გეოგრაფიაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ. პირველ ადგილზე გასულები 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, მეორეადგილოსნები - 10%-იანს, ხოლო 5%-იანი ფასდაკლება ელის მათ, ვინც მესამე ადგილზე გავიდა.

კლასის საუკეთესო მოსწავლეებისთვის (კლასის ჯამური რეიტინგის მიხედვით) ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი:  პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

მე-10 კლასი

I ადგილი:ელეონორა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:დავით თათოშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: ირაკლი გეტაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა.

 

მე-11 კლასი

I ადგილი: დემეტრე ქარდავა - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:დათო მღებრიშვილი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“;

III ადგილი:ვასილ ონიანი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა.  

 

მე-12 კლასი

I ადგილი:რატი ტერაშვილი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“;

II ადგილი:გიორგი ახვლედიან - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“;

III ადგილი:დავით დემეტრაშვილი - თბილისის 94-ე საჯარო სკოლა. 

 

იხილეთ ვიდეო: