მიიღეთ ცდა სპონსორისგან (165)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ისტორიაში
2014-11-30 21:13:26

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ისტორიაში

30 ნოემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს ისტორიაში კავკასიის უნივერსიტეტემა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-8-12 კლასის მოსწავლეებს შორის. მე-10-11-12 კლასის მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტმა სასწავლო გვაუჩერი დააწესა. ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად შემდეგი ღირებულების ვაუჩერებს გადასცემენ: მე-10 კლასი: 1-ლი ადგილი - 550 ლარი, მე-2 ადგილი - 400 ლარი, მე-3 ადგილი -  250 ლარი; მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 700 ლარი, მე-2 ადგილი - 500 ლარი, მე-3 ადგილი - 300 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ადგილი - 1000 ლარი, მე-2 ადგილი - 750 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი.   

კლასის საუკეთესო მოსწავლეებისთვის (კლასის ჯამური რეიტინგის მიხედვით) ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი:  პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

მე-8 კლასი

I ადგილი:ელენე კაჭკაჭიშვილი - იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა „იბერია“;

II ადგილი:ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: გიორგი დიაკონაშვილი - თბილისის 157-ე საჯარო სკოლა.

 

მე-9 კლასი

I ადგილი:ლანა ფანცქალაშვილი - ინრტელექტი XXI;

II ადგილი:გიორგი გიორგობიანი - ცაგერის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა;

III ადგილი: სოფი ყარალაშვილი - სიღნაღის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა.

 

მე-10 კლასი

I ადგილი:ელეონორა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:ირაკლი გეტაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: ნინო სილაგავა - მარტვილის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა.

მე-11 კლასი

I ადგილი: მერი კუპატაძე - თბილისის 142-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:ვასილ ონიანი - ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

III ადგილი:დემეტრე ქარდავა - ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა.  

 

მე-12 კლასი

I ადგილი:ნოდარ დუმბაძე - თბილისის 136-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი: ლაშა გამჯაშვილი - თბილისის 216-ე საჯარო სკოლა. 

 

 იხილეთ პირველი არხის სიუჟეტი: