მიიღეთ ცდა სპონსორისგან (140)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ქართულსა და ინგლისურში
2014-12-14 20:46:33

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ქართულსა და ინგლისურში

14 დეკემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალი ქართულსა და ინგლისურში სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“ გაიმართა. ფინალი ჩატარდა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი სკოლის გადაწყვეტილებით ამ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ. პირველ ადგილზე გასულები 100%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, მეორეადგილოსნები - 50%-იანს, ხოლო 30%-იანი ფასდაკლება ელის მათ, ვინც მესამე ადგილზე გავიდა.

კლასისსაუკეთესომოსწავლეებისთვის ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი:  პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

ქართული: 

მე-8 კლასი

I ადგილი:ლანა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: ანა სიმონიშვილი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

 

მე-9 კლასი

I ადგილი: მიშა ფხაკაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანტარული საშუალო სკოლა;

II ადგილი: ნინო გოდორაძე - თბილისის 128-ე საჯარო სკოლა. 

 

ინგლისური

მე-8 კლასი

ადგილიმარიამ ბუთხუზი - გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;

II ადგილიგიორგი ადიკაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა.

 

მე-9 კლასი

ადგილი: მარიამ ბუთხუზი - გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი;

II ადგილი: ნიკა ბეიტრიშვილი - სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე";

III ადგილი: ნინო ბეუქლიშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის 1-ლი სკოლა. 

იხილეთ პირველი არხის სიუჟეტი: