მიიღეთ ცდა სპონსორისგან (139)
სიახლეები > ინფორმაცია დაჯილდოების ცერემონიის შესახებ!
2015-03-02 15:57:33

ინფორმაცია დაჯილდოების ცერემონიის შესახებ!
2014 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება 6 მარტს, პარასკევს, 13 საათზე. დაჯილდოება გაიმართება თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის ქ. # 7, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირედ). ცერემონიაზე მოწვეული არიან როგორც საგნობრივი, ისე ჯამური რეიტინგების საუკეთესო სამეულები.
 
შენიშვნა: დაჯილდოება იმართება ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული ფინალების გამარჯვებულთათვის.

გამარჯვებულს უნდა ახლდეს ერთი თანმხლები პირი.

მზადყოფნა დასწრების შესახებ უნდა დაადასტუროთ eruditor.ge - ის ელექტრონულ ფოსტაზე (info@eruditor.ge).

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პირადად ვერ დაესწრება, ცერემონიას უნდა დაესწროს მისი წარმომადგენელი (სასურველია ოჯახის წევრი). წარმომადგენელს შეიძლება ახლდეს ერთი თანმხლები პირი. ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ 3 მარტამდე, გამარჯვებულმა უნდა გამოგზავნოს ინფორმაცია მისი წარმომადგენლის შესახებ იმ ელექტრონული ფოსტით, რომელიც მითითებული აქვს საკუთარ პროფილში.


ინფორმაცია წარმომადგენლის შესახებ უნდა შეიცავდეს:

  • წარმომადგენლის სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ტელეფონი.

წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ყველა საგნობრივ გამაჯვებულს გადაეცემა დიპლომი. ასევე, მასპინძელი უნივერსიტეტები თითქმის ყველა საგნის და კლასის გამარჯვებულებს გადასცემენ სასწავლო ვაუჩერებს. ფულადი პრიზების მფლობელებმა (სულ 15 პრიზიორი) თან უნდა იქონიოთ თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ნებისმიერ სასურველ ბანკში). 

შენიშვნა: თანხა შეიძლება გადაეცეს როგორც გამარჯვებულს, ისე მის თანმხლებ პირს, საკუთარ ანგარიშზე (ასეთ შემთხვევაში საჭიროა გამარჯვებულის თანხმობა).

დეტალური ინფორმაცია სასწავლო ვაუჩერების და ფულადი პრიზების თაობაზე, კონკრეტული საგნისა და კლასის მიხედვით, იხილეთ აქ. 

 

 

ინფორმაცია გამოგზავნეთ მისამართზე: info@eruditor.ge

გამარჯვებულთა სიები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე. მთლიანი რეიტინგების სანახავად დააჭირეთ აქ.