მიიღეთ ცდა სპონსორისგან (167)
სიახლეები > შემოდგომის სეზონის დაჯილდოება გაიმართა!
2015-03-06 16:20:00

შემოდგომის სეზონის დაჯილდოება გაიმართა!

დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში შემოდგომის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა 5 კლასსა და 8 სასკოლო საგანში გაიმართა. სულ გამარჯვებული გამოვლინდა 124 საგნობრივ ნომინაციაში და 15 მონაწილემ ადგილი კლასების საუკეთესოთა შორის დაიკავა.

პროექტის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკისგან თითოეული კლასის 3-3 საუკეთესო მონაწილეს (სულ 15 გამარჯვებული) ფულადი პრიზები გადაეცათ - საპრიზო ფონდმა ჯამში 8 000 ლარზე მეტი შეადგინა.

საგნობრივი გამარჯვებულები (124 ნომინაცია) პროექტის პარტნიორი სასწავლებლებისგან სოლიდური მოცულობის სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

eruditor.ge - ის შემოდგომის სეზონის პარტნიორები იყვნენ:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა-მატერი;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი აიეტი;
  • თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი;
  • თბილისის კერძო სკოლა ივერია;
  • სკოლა-ლიცეუმი პრომეთე.

 

აქ შეგიძილიათ იხილოთ ვიდეო მასალა:

 ასევე ბეჭდური მასალა:

 

eruditor.ge მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პარტნიორს გამოჩენილი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!