მიიღეთ ცდა სპონსორისგან (167)
სიახლეები > ტესტები უფრო სახალისო გახდა!
2015-03-09 13:44:32

ტესტები უფრო სახალისო გახდა!


როგორც იცით, სტანდარტულ სასკოლო ოლიმპიადებში, ტესტების სტრუქტურა არის შემდეგი:

  • ერთი ტესტის მაქსიმალური შედეგი: 100 ქულა;
  • კითხვების რაოდენობა: 25 (ტექნიკურ საგნებში) და 50 (დანარჩენ საგნებში).
  • ტესტისთვის გამოყოფილი დრო: 8 – 15 წუთი.

გასული პერიოდის ანალიზის საფუძველზე, იცვლება აღნიშნული მიდგომა და გადავდივართ 60 ქულიან სისტემაზე შემდეგი პრინციპით:

  • ერთი ტესტის მაქსიმალური შედეგი: 60 ქულა;
  • კითხვების რაოდენობა: 15 (ტექნიკურ საგნებში) და 30 დანარჩენ საგნებში.
  • ტესტისთვის გამოყოფილი დრო:
    • უცხო ენა: 5 წუთი;
    • ქართული, ისტორია, გეოგრაფია: 6 წუთი.
    • ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა: 8 წუთი.
    • მათემატიკა: 10 წუთი.

ყურადღება! ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ ახალ ტურნირებს, რომლებიც მომავალში დაიწყება.

ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება ყველასთვის და ტესტების კეთება უფრო სახალისო გახდება.


გისურვებთ წარმატებებს!