მიიღეთ ცდა სპონსორისგან (154)
სიახლეები > აბიტურიენტთა ტურნირების დაჯილდოება!
2015-05-08 22:50:23

აბიტურიენტთა ტურნირების დაჯილდოება!

აბიტურიენტთა ტურნირების დაჯილდოების თარიღი ცნობილია!

"აიეტის", "კავკასიის უნივერსიტეტის", "ალმა-მატერისა" და "ალმა-მატერი+" - ის ტურნირების დაჯილდოება გაიმართება 16 მაისს, შაბათს, 11:30 საათზე, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.

საგნობრივი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სასწავლო ვაუჩერებით (ოთხივე ტურნირის მიხედვით). ხოლო "აიეტის", "კავკასიის უნივერსიტეტის" და "ალმა-მატერის" ტურნირების ჯამური რეიტინგების საუკეთესო სამეულები, eruditor.ge - ის მიერ დაჯილდოვდებიან მთავარი პრიზებით (დეტალურად იხილეთ ჩვენს საიტზე). ყველა გამარჯვებულს გადაეცემა დამადასტურებელი დიპლომები.

შენიშვნა: გამარჯვებულად არ სახელდება სამეულში მყოფი მონაწილე, თუ მას არ აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი. გამარჯვებულს უნდა ახლდეს ერთი თანმხლები პირი. ჯამური რეიტინგის გამარჯვებულებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მზადყოფნა დასწრების შესახებ უნდა დაადასტუროთ eruditor.ge - ის ელექტრონულ ფოსტაზე (info@eruditor.ge).

 

eruditor.ge გისურვებთ წარმატებებს!