მიიღეთ ცდა სპონსორისგან (154)
სიახლეები > ონლაინ ინტელექტუალური ოლიმპიადების ზაფხულის სეზონი დასრულდა!
2015-08-12 13:58:59

ონლაინ ინტელექტუალური ოლიმპიადების ზაფხულის სეზონი დასრულდა!

31 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის XI-XII კლასების ტურნირის ფინალები გაიმართა. 

ფინალებს შესაბამისად, უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა. 

ფინალები სხვადასხვა საგანში გაიმართა და საბოლოოდ, ჯამური რეიტინგის მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები XI და XII კლასებს შორის და მასპინძელმა უნივერსიტეტმა  პრიზები გადასცა გამარჯვებულებს.

XI კლასის ტურნირის მონაწილეთა შორის I ადგილი მოიპოვა თორნიკე ხარბედიამ, რომელსაც გადაეცა პერსონალური კომპიუტერი, II ადგილი მოიპოვა ნიკა გულბანმა, რომელსაც გადაეცა პლანშეტური კომპიუტერი, ხოლო III ადგილის მფლობელს დემეტრე ქარდავას მასპინძელმა უნივერსიტეტმა გადასცა მაჯის საათი.

XII კლასის ტურნირის მონაწილეთა შორის I ადგილის მფლობელი ნიკა გულბანი გახდა, რომელსაც პერსონალური კომპიუტერი გადაეცა,  II ადგილის პრიზი პლანშეტური კომპიუტერი მოიპოვა ალექსანდრა შალიბაშვილმა, ხოლო III ადგილის მფლობელი გახდა სოფიო სრესელი და გადაეცა მაჯის საათი.

 

eruditor.ge გისურვებთ წარმატებებს!