მიიღეთ ცდა სპონსორისგან (154)
სიახლეები > eruditor.ge გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2016-01-01 12:28:42

eruditor.ge გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო ინტელექტუალებო,

 

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას, სწორი მიზნების დასახვას, ხომ იცით "მიზანი ამართლებს საშუალებას!" (მაკიაველი)

ბედნიერებაც ის არის, როდესაც ვპოულობთ საკუთარ თავს და ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას და საჭიროებას ჩვენი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე.

საუკეთესო თაობა ხართ და გვჯერა, რომ საუკეთესო მომავალს შექმნით!

 

eruditor.ge-ს ადმინისტრაცია მადლობას მოგახსენებთ მთელი წლის განმავლობაში დაუღალავი ჩართულობისათვის, საინტერესო კითხვების დასმის, სხვადასხვა რჩევებისა და შენიშვნების მოცემისა და ერთგულებისთვის!

ვფიქრობთ, რომ თქვენი სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის განვითარებაში!

 

„მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობის!“ - აკაკი წერეთელი