მიიღეთ ცდა სპონსორისგან (154)
სიახლეები > X-XII კლასელთათვის!
2016-03-12 12:50:16

X-XII კლასელთათვის!

ოლიმპიადები X, XI და XII კლასელთათვის კომბინირებულ ტესტებში:

- ისტორია+ქართული&ინგლისური ; - გეოგრაფია+ქართული&ინგლისური ; - მათემატიკა+ქართული&ინგლისური ;

ოლიმპიადები მიმდინარეობს სამ ტურად:

1. შესარჩევი ტური - ონლაინ რეჟიმში, ცდების შეუზღუდავად. ნახევარფინალში გადასასვლელად საჭირო მინიმალური ქულა შეადგენს 16-ს. ტური დასრულდება 31 მარტს.

2. ნახევარფინალი - ონლაინ რეჟიმში. შესაძლებელია ტესტის გაკეთება მხოლოდ 6-ჯერ. რეიტინგში ფიქსირდება საუკეთესო შედეგი. მომდევნო ტურში გადადის 10 საუკეთესო მონაწილე. - ამ ტურში მონაწილეობისათვის უნდა გქონდეთ 6 ცდა. აქედან 1 შესაძლებელია მიიღოთ უფასოდ სპონსორისგან ხოლო 5 უნდა შეიძინოთ. 5 ცდის ღირებულებაა 3 ლარი.

3. ფინალი - ფინალში მონაწილეობისათვის ცდების შეძენა არ არის საჭირო, ავტომატურად გექნებათ სამი ცდა. გამარჯვებული გამოვლინდება სამი ცდის ჯამში საუკეთესო შედეგით.

საპრიზო ფონდი: 780 ლარი.

გისურვებთ წარმატებას :)