მიიღეთ ცდა სპონსორისგან (154)
სიახლეები > eMath ოლიმპიადის ფინალისტებისთვის!
2016-04-05 12:53:00

eMath ოლიმპიადის ფინალისტებისთვის!

eMath ოლიმპიადის პირველი, ონლაინ ტური დასრულდა! მეორე, ფინალური ტური გაიმართება წერილობით ფორმატში და მასში მონაწილეობის მსურველი მონაწილეები უნდა მობრძანდნენ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში (გრიშაშვილის 51) შაბათს, 9 აპრილს, დილის 10 საათზე. თან იქონიეთ მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა სკოლიდან (სადაც მითითებულია თუ რომელ კლასშია მოსწავლე) და ბანკის ქვითარი (ოლიმპიადის საფასურის, 10 ლარის, გადახდა შესაძლებელია ადგილზეც). დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://pdc.ge/ge/page/id/118/emath-olimpiada . გისურვებთ წარმატებას!