მიიღეთ ცდა სპონსორისგან (146)
სიახლეები > დაიწყო 2014 წლის შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური
2014-05-01 21:24:37

დაიწყო 2014 წლის შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური

დასრულდა 2014 წლის გაზაფხულის სეზონის შესარჩევი ტური, გამოვლინდნენ ფინალისტები, რომლებიც ფინალებს ითამაშებენ მაისისა და ივნისის თვეების განმავლობაში.

ამავე დროს, უკვე დაიწყო ახალი, 2014 წლის შემოდგომის სეზონი, რომლის შესარჩევი ტური გაგრძელდება 2014 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო გამოვლენილი ფინალისტები ფინალებს ითამაშებენ ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში.

ახალ სეზონში შემდეგი სიახლეებია:

1. მონაწილეობა შეუძლია უკვე ყველა მოსწავლეს, რომელიც შემოდგომაზე იქნებიან მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში;

2. ვინც დარეგისტრირებულია 1 მაისამდე, პროგრამამ ავტომატურად გადაიყვანა ისინი შემდეგ კლასში, თუმცა კითხვები გამოუვათ იმ კლასის მასალიდან, რომელშიც წელს სწავლობდნენ.

3. ვინც ეხლა რეგისტრირდება, რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს ის კლასი, რომელშიც იქნება მომდევნო სასწავლო წელს, ანუ ეხლანდელი მე-7 კლასელი რეგისტრირდება როგორც მე-8 კლასელი, მე-8 კლასელი როგორც მე-9 და ა.შ.

4. კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდა იმიტომ, რომ ეს არის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა, რომლის ფინალებიც გაიმართება სწორედ შემოდგომაზე და ჩვენთვის მთავარია თუ ამ დროს რომელ კლასში იქნება მონაწილე.

5. საპრიზო ფონდში ძირითად ადგილს დაიკავებს სხვადასხვა სასწავლებლების სასწავლო ვაუჩერები, რომელთა დაგროვებაც შეეძლებათ ჩვენი ოლიმპიადების გამარჯვებულებს სხვადასხვა სეზონების განმავლობაში.

6. სუპერპრიზებს მოიგებენ კლასის საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც გამოვლინდებიან ფინალების ჯამური შედეგების მიხედვით.

გისურვებთ წარმატებებს :)