მიიღეთ ცდა სპონსორისგან (166)
სიახლეები > ფინალები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2014-05-18 19:01:05

ფინალები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

18 მაისს ონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა (სდასუ) უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ფინალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ჩხოროწყუდან, გურჯაანიდან, ზესტაფონიდან, ხარაგაულიდან, საგარეჯოდან, ხაშურიდან, გალიდან და სხვა რაიონებიდან.   

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

11-ე კლასი

I ადგილი: ლალი დათუაშვილი - გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა.

პრიზი: ლეპტოპი.

II ადგილი: თამარ ჯანელიძე - წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლა.

პრიზი: სმარტფონი.

III ადგილი: თამარ კლდიაშვილი - ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა.

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი. 

 

მე-12 კლასი:

I ადგილი: ქეთევან ფხალაძე - სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე"

პრიზი: ლეპტოპი

II ადგილი: თამარ ფხაკაძე -  ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა.

პრიზი: სმარტფონი.

III ადგილი: ქეთევან სხილაძე - ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა.

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.