მიიღეთ ცდა სპონსორისგან (137)
სიახლეები > ფინალები მათემატიკაში
2014-06-08 18:52:39

ფინალები მათემატიკაში

8 ივნისს ონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს მათემატიკაში კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. უნივერსიტეტმა საკუთარი ჯილდოებიც დააწესა: საუკეთესო სამეულში გასულებს, ვინც ამ უმაღლეს სასწავლებელში გადაწყვეტს სწავლას, სასწავლო ვაუჩერებს გადასცემს. 11 კლასის ფინალის სამეულს ადგილების შესაბამისად 300, 500 და 700 ლარიან ვაუჩერებს გადასცემენ, ხოლო მე-12 კლასის ფინალის სამეულს 1000, 1500 და 2000 ლარიან ვაუჩერებს.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 

11-კლასი

 

I ადგილი: ანა გურგენიძე - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ეფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა.

 

პრიზი: ლეპტოპი.

 

II ადგილი: ლუკა ლომთაძე - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ეფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა

 

პრიზი: სმარტფონი.

 

III ადგილი: გიორგი გირკელიძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ესაჯარო სკოლა.

 

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.

 

 

 

მე-12 კლასი:

 

I ადგილი: თამარ ფხაკაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა.

 

პრიზი: ლეპტოპი

 

II ადგილი: გიორგი ცხადაძე -  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ესაჯარო სკოლა.

 

პრიზი: სმარტფონი.

 

III ადგილი: ირაკლი მარგველაშვილი -  ქუთაისის 1-ლი სკოლა.

 

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.