მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > დაჯილდოების ცერემონია !
2014-07-10 16:02:25

დაჯილდოების ცერემონია !

2014 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალისტების დაჯილდოება შედგება 17 ივლისს, ხუთშაბათს, 15 საათზე. დაჯილდოება გაიმართება თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის ქ. # 7, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირედ).


დაჯილდოებას უნდა დაესწროს გაზაფხულის ფინალის ყველა გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილები). გამარჯვებულს უნდა ახლდეს ერთი თანმხლები პირი (იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები).


ყველა გამარჯვებულმა უნდა დაადასტუროს დასწრების შესახებ ინფორმაცია eruditor.ge - ის ელექტრონულ ფოსტაზე.

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პირადად ვერ დაესწრება, ცერემონიას უნდა დაესწროს მისი წარმომადგენელი (სასურველია ოჯახის წევრი). წარმომადგენელს შეიძლება ახლდეს ერთი თანმხლები პირი. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 15 ივლისამდე, გამარჯვებულმა უნდა გამოგზავნოს ინფორმაცია მისი წარმომადგენლის შესახებ იმ ელექტრონული ფოსტით, რომელიც მითითებული აქვს საკუთარ პროფილში.


ინფორმაცია წარმომადგენლის შესახებ უნდა შეიცავდეს:

  • წარმომადგენლის სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ტელეფონი.

წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ინფორმაცია გამოგზავნეთ მისამართზე: info@eruditor.ge

გამარჯვებულთა სიები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე ან დააჭირეთ აქ.