მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ახალ წესებთან დაკავშირებით !
2014-10-30 15:01:15

ახალ წესებთან დაკავშირებით !

როგორც იცით, ახალი სეზონიდან, განახლდა საიტი და eruditor.ge - ის სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადა გახდა სამ ტურიანი.

გაგაცნობთ მცირეოდენ ცვლილებებს წესებში:

1. როდესაც გამარჯვების პრინციპს (ტურის ამოცანა) წარმოადგენს გამსვლელი ქულის აღება (იგივე, ბარიერის გადალახვა), ამ ქულის აღებისთანავე გადადიხართ მომდევნო ტურში.

მაგალითად: თუ შესარჩევ ტურში დააგროვებთ 170 ქულას, მომენტალურად გადადიხართ მომდევნო ტურში და მონაწილეობა უკვე ნახევარფინალში უნდა გააგრძელოთ.  შესარჩევ ტურში ტესტს ვეღარ გააკეთებთ, ეს უბრალოდ არ გჭირდებათ. გამარჯვების ასეთი პრინციპის შემთხვევაში, ორივე ტური ერთდროულად მიმდინარეობს.

2. თუ ტურის გამარჯვების პრინციპს (ტურის ამოცანა) წარმოადგენს, ადგილის დაკავება საუკეთესოთა შორის, მაშინ ტურის დასრულების მომენტისთვის, თქვენ გადახვალთ მომდევნო ტურში.

მაგალითად: ნახევარფინალში, თქვენი ამოცანაა მხოლოდ ის, რომ დაიკავოთ ადგილი კლასისა და საგნის საუკეთესო ოცეულში. ნახევარფინალის დასრულებისას, თუ იქნებით ოცეულში, თქვენ გადახვალთ ფინალში. გამარჯვების ასეთი პრინციპის დროს, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, მომდევნო ტური იწყება წინას დასრულების შემდეგ.

eruditor.ge - ის შესარჩევ ტურში გამარჯვების პირველი პრინციპია, ამიტომ შესარჩევი და ნახევარფინალი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესარჩევი ტური დასრულდება ნახევარფინალის დასრულებამდე ერთი საათით ადრე. ამ დრომდე შეგიძლიათ ოლიმპიადაში ჩართვა.

 

განახლებულ საიტი გათვალისწინებულია სხვა ოლიმპიადებისთვისაც, გარდა eruditor.ge - ის ოლიმპიადებისა და თითოეულ მათგანს შესაძლებელია ჰქონდეს საკუთარი ინდივიდუალური წესები (გამარჯვების პრინციპი, გამარჯვებულთა რაოდენობა, პრიზების გაცემის წესი და ა.შ.).

აღნიშნული წესების და აუცილებელი საჭირო ინფორმაციის გაცნობას შეძლებთ კონკრეტული ოლიმპიადის, ტურის, კლასისა და საგნის ტესტის წინა ფანჯარაში (რომელიც გამოდის "ტესტის დაწყების" მწვანე ღილაკზე დაჭერის შემდეგ). ძირითადი საჭირო ინფორმაცია, ასევე შეგიძლიათ, იხილოთ, i ნიშანზე მაუსის ისრის მიტანისას.

 

გისურვებთ წარმატებებს !