მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ფიზიკაში
2014-12-08 13:37:26

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ფიზიკაში

7 დეკემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალს ფიზიკაში წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10-12 კლასის მოსწავლეებს შორის, რომელთათვისაც ქართულმა უნივერსიტეტმა შემდეგი ღირებულების სასწავლო ვაუჩერები დააწესა: მე-10 კლასი: 1-ლი ადგილი - 800 ლარი, მე-2 ადგილი - 600 ლარი, მე-3 ადგილი - 300 ლარი; მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 1000 ლარი, მე-2 ადგილი - 800 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ადგილი - 1100 ლარი, მე-2 ადგილი - 900 ლარი, მე-3 ადგილი - 700 ლარი.

კლასის საუკეთესო მოსწავლეებისთვის (კლასის ჯამური რეიტინგის მიხედვით) ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი: პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:


მე-10 კლასი


I ადგილი: ირაკლი გეტაშვილი- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
II ადგილი: დავით თათოშვილი-აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი: თიკა გერგია- სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა.


მე-11 კლასი

I ადგილი: თამარ მენთეშაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის 24 ქართული გიმნაზია..
II ადგილი: ანა ბაკიძე- სსიპ - ქალაქ რუსთავის 4 საჯარო სკოლა..
III ადგილი: რატი პერტია- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

მე-12 კლასი

I ადგილი: მაგდა ელისაშვილი შპს - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა
II ადგილი:თამარ წაქაძე - შპს - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა

 

შემოდგომის სეზონის ფიზიკის საგნის სპონსორი იყო კომპანია "საგა", რომელმაც თითოეული კლასის სამ გამარჯვებულს, სიურპრიზის სახით გამათბობელები გადასცა.

 


იხილეთ პირველი არხის სიუჟეტი: