მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > დაჯილდოების ცერემონია!
2015-02-11 17:35:10

დაჯილდოების ცერემონია!
2014 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება 6 მარტს, პარასკევს, 13 საათზე. დაჯილდოება გაიმართება თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის ქ. # 7, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირედ).

პრიზიორები მიიღებენ შეტყობინებას საკუთარ პროფილზე. გამარჯვებულს უნდა ახლდეს ერთი თანმხლები პირი.

მზადყოფნა დასწრების შესახებ უნდა დაადასტუროთ eruditor.ge - ის ელექტრონულ ფოსტაზე (info@eruditor.ge).

იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პირადად ვერ დაესწრება, ცერემონიას უნდა დაესწროს მისი წარმომადგენელი (სასურველია ოჯახის წევრი). წარმომადგენელს შეიძლება ახლდეს ერთი თანმხლები პირი. ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ 3 მარტამდე, გამარჯვებულმა უნდა გამოგზავნოს ინფორმაცია მისი წარმომადგენლის შესახებ იმ ელექტრონული ფოსტით, რომელიც მითითებული აქვს საკუთარ პროფილში.


ინფორმაცია წარმომადგენლის შესახებ უნდა შეიცავდეს:

  • წარმომადგენლის სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ტელეფონი.

წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ფულადი პრიზების მფლობელებმა (სულ 15 პრიზიორი) თან უნდა იქონიოთ თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ნებისმიერ სასურველ ბანკში).

ინფორმაცია გამოგზავნეთ მისამართზე: info@eruditor.ge

გამარჯვებულთა სიები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე. მთლიანი რეიტინგების სანახავად დააჭირეთ აქ.