მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > მნიშვნელოვანი ცვლილება AUHTC ტურნირში!
2015-03-04 16:26:36

მნიშვნელოვანი ცვლილება AUHTC ტურნირში!

გაცნობებთ, რომ ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალმა (AUHTC) შეწყვიტა ფუნქციონირება.

აბიტურიენტებისთვის მიმდინარე AUHTC - ის ტურნირის მასპინძელი გახდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა-მატერი. ხოლო ოლიმპიადას შეეცვალა სახელი და ეწოდა-ალმა მატერი +. 

ტურნირ "ალმა-მატერი +" - ის საგნობრივი გამარჯვებულებისთვის სასწავლო ვაუჩერებს დააწესებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

აღნიშნული ფაქტის გამო, მოიხსნა დამატებითი პრიზები ჯამური რეიტინგების გამარჯვებულებისთვის.

ალმა-მატერის ორივე ტურნირში ერთი და იმავე პიროვნების გამარჯვების შეთხვევაში, ვაუჩერები დაჯამდება.