მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > აბიტურიენტთა ფინალების განრიგი!
2015-03-05 12:39:20

აბიტურიენტთა ფინალების განრიგი!

გთავაზობთ აბიტურიენტთა ტურნირების ფინალების განრიგს:

 

შაბათი, 21 მარტი: აიეტის ტურნირის ფინალები - მასპინძელი დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი"

მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 2/6 (მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორია.

 

საგანი რეგისტრაციის დრო დაწყების დრო
ქიმია 11:00:00 11:20:00
ბიოლოგია 11:30:00 11:50:00
ინგლისური 12:00:00 12:20:00

 

შაბათი, 21 მარტი: მასპინძელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შესახვევი სუპერმარკეტ სმარტსა და ბენზინგასამართ სადგურს შორის).

 

ტურნირის დასახელება საგანი რეგისტრაციის დრო დაწყების დრო
ტურნირ "ალმა-მატერი +" - ის ფინალები ისტორია 14:00:00 14:20:00
გეოგრაფია 14:30:00 14:50:00
ინგლისური 15:00:00 15:20:00
ალმა-მატერის ტურნირის ფინალები ქართული 15:30:00 15:50:00
მათემატიკა 16:00:00 16:20:00
გეოგრაფია 16:30:00 16:50:00

 

კვირა, 22 მარტი: მასპინძელი კავკასიის უნივერსიტეტი.

მისამართი: პოლიტკოვსკაიას ქ. 10 (ყოფ. ჯიქია).

 

საგანი რეგისტრაციის დრო დაწყების დრო
ქართული 12:30:00 12:50:00
მათემატიკა 13:00:00 13:20:00
ინგლისური 13:30:00 13:50:00

 

ყურადღება !

დაგვიანების შემთხვევაში, მონაწილე არ დაიშვება.

პროფილში მითითებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის ან მოთხოვნილი დოკუმენტების (პირადობის დამადასტურებელი  ან დაბადების მოწმობა და კონკრეტულ სკოლასა და კლასში სწავლის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან,) ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე იღებს დისკვალიფიკაციას. პირადობის მოწმობის უქონლობის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა ან მისი ასლი.

იმ შემთხვევაში ფინალის თარიღამდე 3 სამუშაო დღით ადრე ფინალისტი არ დაადასტურებს მონაწილეობას წერილობით ელ-ფოსტაზე info@eruditor.ge (მარტივი ტექსტით, რომ აპირებთ დასწრებას) , ადმინისტრაციას უფლება აქვს მოხნას ან ჩაანაცვლოს აღნიშნული მონაწილე შესარჩევი ტურის რეიტინგში მომდევნო ადგილზე მყოფი მონაწილით (რომელიც თავდაპირველი შედეგებით ვერ მოხვდა საფინალო ოცეულში).

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 2 48 44 44.

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან ელ-ფოსტაზე: info@eruditor.ge.


გისურვებთ წარმატებებს!