მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > SANGU - ს და სკოლადამთავრებულთა ტურნირის -
2015-03-17 13:41:43

SANGU - ს და სკოლადამთავრებულთა ტურნირის -
 
SANGU - ს 2015 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება 28 მარტს, შაბათს, 12 საათზე. დაჯილდოება გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 53ა.

საგნობრივი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან SANGU - ს სასწავლო ვაუჩერებით (ვაუჩერები დაწესდა საგნებში: ქართული, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ინგლისური). ჯამური რეიტინგის (კლასის) საუკეთესო მონაწილეები კი დაჯილდოვდებიან მთავარი პრიზებით (დეტალურად იხილეთ ჩვენს საიტზე). ყველა გამარჯვებულს გადაეცემა დამადასტურებელი დიპლომები. შენიშვნა: გამარჯვებულად არ სახელდება სამეულში მყოფი მონაწილე, თუ მას არ აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი.

გამარჯვებულს უნდა ახლდეს ერთი თანმხლები პირი.

მზადყოფნა დასწრების შესახებ უნდა დაადასტუროთ eruditor.ge - ის ელექტრონულ ფოსტაზე (info@eruditor.ge).

შენიშვნა: პრიზები გადაეცემათ მხოლოდ პირადად გამარჯვებულ მონაწილეებს.

ინფორმაცია გამოგზავნეთ მისამართზე: info@eruditor.ge

 

ყურადღება!

ამავე დღეს გაიმართება სკოლადამთავრებულთა 1000 ლარიანი ტურნირის დაჯილდოება. 

გამარჯვებულებმა თან უნდა იქონიონ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. დასწრება აუცილებელია.

ზუსტი სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.