მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > გაზაფხულის სეზონი დასრულდა!
2015-03-23 20:36:01

გაზაფხულის სეზონი დასრულდა!

21-22 მარტს აბიტურიენტთა ფინალები გაიმართა!

 

ფინალებს, შესაბამისად, უმასპინძლეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და კავკასიის უნივერსიტეტმა.

ფინალები სხვადასხვა საგანში გაიმართა და თითოეული საგნის გამარჯვებულები, ტურნირის მასპინძელი უნივერსიტეტისგან, სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

თითოეული ტურნირის ჯამური რეიტინგით გამარჯვებულებს კი eruditor.ge - გან პლანშეტური კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები გადაეცემათ.

 

აბიტურიენტთა ფინალებს საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებდა.

 

აბიტურიენტთა ფინალებით eruditor.ge - ის კიდევ ერთი, გაზაფხულის სეზონი, წარმატებით დასრულდა.

ზაფხულის სეზონის ოლიმპიადები უკვე დაწყებულია და შესარჩევი ტურები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ჩვენს საიტზე, ასევე დაიწყო სავარჯიშო ოლიმპიადა, რომელშიც ნებისმიერი ასაკის რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მონაწილეობა. ამ ოლიმპიადაში 5 ტურია და თითოეულ ტურში დონე რთულდება. მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და სკოლადამთავრებულებს.

 

eruditor.ge გისურვებთ წარმატებებს!

 

აიეტის ტურნირის ფინალები - პირველი არხის დილის სიუჟეტი:

 

 ალმა-მატერის ტურნირის ფინალები - პირველი არხის დილის სიუჟეტი:

  კავკასიის უნივერსიტეტის ტურნირის ფინალები - პირველი არხის დილის სიუჟეტი: