მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აბარებენ ბიოლოგიას!
2015-06-05 22:20:03

აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აბარებენ ბიოლოგიას!

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, გიწვევთ წინასაგამოცდო საკონსულტაციო სემინარზე ბიოლოგიაში, 27 ივნისს, შაბათს,12:00 საათზე.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
-    ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სპეციფიკა;
-    გამოცდების ჩაბარების ინსტრუქცია (ბიოლოგია);
-    ზოგადი მითითებები, რაც უნდა გაითვალისწინოთ საგამოცდო პროცესში;
-    ბიოლოგიის ტესტების განხილვა:
o    ტესტის სტრუქტურა;
o    საკითხები და ქულების განაწილება თემების მიხედვით;
o    ტესტების ტიპები;
o    სხვადასხვა თემის ტიპიური ტესტების გარჩევა;
o    რა უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას;
-    კითხვა-პასუხი.
სემინარს წაიყვანს პროფესორი შოთა მანჯავიძე:
•    ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრის ყოფილი კოორდინატორი;
•    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ყოფილი სპეციალისტი;
•    აბიტურიენტების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ბიოლოგიის სახელმძღვანელოს - „ბიოლოგია აბიტურიენტებისთვის“, (ავტორები: ლ. ბურდილაძე, ნ. სიხარულიძე, ქ. მაღრაძე, დ. ბარამიძე) რედაქტორ-კონსულტანტი.
დასწრება უფასოა.
შეხვედრა გაიმართება 27 ივნისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე.
მისამართი: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 2/6 (მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორია).
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და დაშვებული იქნებიან მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთinfo@dtmu.edu.ge  -ზე:
-    სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
-    დაბადების თარიღი;
-    სკოლა (რომელსაც ამთავრებთ);
-    საცხოვრებელი მისამართი;
-    საკონტაქტო ტელეფონი;
-    მშობლის/პედაგოგის/მეურვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი (თუკი თქვენთან ერთად სემინარს დაესწრება მშობელი, პედაგოგი, ან მეურვე).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 16:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 599320003