მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ონლაინ ოლიმპიადა ქიმიაში
2015-12-01 14:49:21

ონლაინ ოლიმპიადა ქიმიაში

დაიწყო ონლაინ ოლიმპიადა ქიმიაში. გადასვლა ტესტირებაზე

ოლიმპიადის სპონსორია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი DTMU.GE

მონაწილეობა შეუძლიათ: მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს

ოლიმპიადა მიმდინარეობს 5 ტურად:

I - VII-VIII კლასის მასალა

II - VII - IX კლასის მასალა

III - VII - X კლასის მასალა

ნახევარფინალი და ფინალი - სრული მასალა.

I, II და III ტურები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში - ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ტესტების გაკეთება.

ონლაინ ტურებში გადასვლისათვის საკმარისია დააგროვოთ 39 ქულა.

ონლაინ ტურები სრულდება 2016 წლის 1 თებერვალს, დილის ცხრა საათზე.

2016 წლის 1 თებერვლის ცხრა საათისთვის, მესამე ონლაინ ტურის საუკეთესო 30 მონაწილე გადადის ნახევარფინალში, რომელიც გაიმართება დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.

ფინალში გადავა ნეხევარფინალის საუკეთესო 10 მონაწილე.

ფინალი ასევე გაიმართება დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.

ფინალში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით: I ადგილი: ნოუთბუქი; II ადგილი: პლანშეტური კომპიუტერი; III ადგილი: სმარტფონი.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შესაძლებელია უფასოდ, სპონსორისგან მიღებული ცდების საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას :)

გადასვლა ტესტირებაზე