მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > დასრულდა შესარჩევი ონლაინ ტურები ქიმიასა და ბიოლოგიაში
2016-02-10 22:18:28

დასრულდა შესარჩევი ონლაინ ტურები ქიმიასა და ბიოლოგიაში

მოგესალმებით!

დღეს, დილის 10 საათზე დასრულდა ონლაინ შესარჩევი ტურები დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ოლიმპიადებში ქიმიასა და ბიოლოგიაში.

როგორც განსაზღვრული იყო, ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს მესამე შესარჩევი ტურის 30-მა საუკეთესო მონაწილემ ქიმიასა და ბიოლოგიაში ცალ-ცალკე.

იმისათვის, რომ ნახოთ, ხართ თუ არა ნახევარფინალში, საკმარისია გადახვიდეთ ტურნირის ნახევარფინალური ტურის გვერდზე.

ნახევარფინალური და ფინალური ტურები გაიმართება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, შაბათს შემდეგი განრიგით:

ბიოლოგია:

  • ნახევარფინალი - 12:00
  • ფინალი - 13:00

ქიმია:

  • ნახევარფინალი - 15:00
  • ფინალი - 16:00

თითოეული ტურნირის ფინალში გადავა ნახევარფინალის საუკეთესო 10 მონაწილე.

გისურვებთ წარმატებას!