მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ფინალები ისტორიაში
2014-05-28 02:28:17

ფინალები ისტორიაში

27 მაისს ონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს ისტორიაში AUHTC-მა (ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალი) უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით ორივე კლასის საუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერები გადასცეს. მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 800 ლარი, მე-2 ადგილი - 650 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ადგილი - 1100 ლარი, მე-2 ადგილი - 900 ლარი, მე-3 ადგილი - 700 ლარი.

 

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 

11-კლასი

 

I ადგილი: გიორგი ცხაკაია - წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა.

 

პრიზი: ლეპტოპი.

 

II ადგილი: სოსო ბარბაქაძე - საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი.

 

პრიზი: სმარტფონი.

 

III ადგილი: ზვიად კაკაურიძე - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა.

 

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.

 

 

 

მე-12 კლასი:

 

I ადგილი: ოთარ ჭიღლაძე - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის 1-ლი საჯარო სკოლა.

 

პრიზი: ლეპტოპი

 

II ადგილი: ვიტალი მაჭავარიანი -  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის 1-ლი საჯარო სკოლა.

 

პრიზი: სმარტფონი.

 

III ადგილი: სერგო ქობალია -  ფოთის მე-11 საჯარო სკოლა.

 

პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი

 

.