»
დეტალური ინფორმაცია
ტურნირი დაიწყო: 22-02-2016 00:00 ტურნირი დასრულდა: 03-04-2016 00:00
ტურების რაოდენობა: 2
მონაწილეობა შეუძლიათ: მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს
ოლიმპიადა ტარდება მათემატიკაში IV, V, VI კლასელი მოსწავლეებისთვის ცალკ-ცალკე. ოლიმპიატა ტარდება 2 ტურად: შესარჩევი და ფინალი. შესარჩევი ტური იმართება ონლაინ რეჟიმში. შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 1 ცდა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორისგან უფასოდ. პირველიდან მეორე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ საკმარისია აიღოს 40-დან 20, ან მეტი ქულა. რისთვისაც მას აქვს ხუთჯერ ცდის შესაძლებლობა. შესარჩევი ტური მიმდინარეობს 22 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით და ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეს ნებისმიერ დროს აქვს ჩართვისა და შემდეგ შედეგის გაუმჯობესების საშუალება. მეორე ტური, ანუ ფინალი ჩატარდება წერითი ტესტირების სახით. ფინალში მონაწილეობა არის ფასიანი და ღირს 10 ლარი.
ოლიმპიადის ფინალის თითოეული კლასის საუკეთესო ხუთეული მიიღებს პრიზებს: I ადგილი: ნოუთბუქი; II ადგილი: სმარტფონი; III ადგილი: ტაბლეტი; IV ადგილი: ფოტოაპარატი; V ადგილი: 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიაში.