»
დეტალური ინფორმაცია
ტურნირი დაიწყო: 01-12-2015 09:00
ტურების რაოდენობა: 5
მონაწილეობა შეუძლიათ: მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს
ეს გახლავთ დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ტურნირი ბიოლოგიაში. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს. ტურნირი ტარდება 5 ტურად: აქედან პირველი, მეორე და მესამე ტურები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, ხოლო მეოთხე (ნახევარფინალი) და მეხუთე (ფინალი) ტურები ჩატარდება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ტესტისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 12 წუთს. ტესტებში კითხვების რაოდენობაა 30, რომელთაგან 10 მარტივია (1 ქულიანი), 10 საშუალო სირთულის (2 ქულიანი) და 10 რთული (სამქულიანი). ტესტები შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმისა და გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით. ონლაინ ტურებში ცდების რაოდენობა შეუზღუდავია, ანუ შედეგის გაუმჯობესება შეგიძლიათ იმდენჯერ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს. ხოლო ნახევარფინალსა და ფინალში გექნებათ მხოლოდ 2-2 ცდის საშუალება. ონლაინ ტურებში ცდები შეგიძლიათ მიიღოთ ღილაკზე "მიიღე ცდა სპონსორისგან" გადასვლით, ან შეიძინოთ სასურველი რაოდენობით. გისურვებთ წარმატებას!