1. ზოგადი დებულებები
ოლიმპიადის დებულება განსაზღვრავს “eMath” ოლიმპიადის“ (შემდგომში – ოლიმპიადა) ჩატარების წესსა და პირობებს.
ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს www.eruditor.ge (შპს "საგანმანათლებლო ინოვაციები") რომელიც:
ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას;
ბ) ატარებს ოლიმპიადას ამ დოკუმენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ამ წესის შესაბამისად, აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას;
დ) ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს ინახავს 1 თვის განმავლობაში;
ე) მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას საკუთარ ნაშრომს;
ვ) უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას;
2. ოლიმპიადის მიზანი
ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებს გაუუმჯობესოს თავიანთი ცოდნის მაჩვენებელი და მისცეს შანსი მიიღონ სხვადასხვა პრიზები და დიპლომები. ამას გარდა, ეს შეჯიბრი ბავშვებს მისცემს მოტივაციას გაეჯიბრონ თანატოლებს სწავლაში, გაიღმავონ და შეაფასონ თავიანთი ცოდნა და მიიღონ მსგავს შეჯიბრებში მონაწილეობის გამოცდილება, რაც მათ ძალიან წაადგებათ მომავალში.
3. ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად:
- შესარჩევი ტური - ონლაინ რეჟიმში - 22 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით;
- ფინალური ტური - წერისთი ტესტირება - 26 მარტი.
“eMath ოლიმპიადის“ პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა (საჭიროა 1 ცდის მიღება სპონსორისგან), ხოლო მეორე, ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს.
I ტური - ონლაინ ოლიმპიადა
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეს. თითოეული კლასის მოსწავლეებს ექნება სხვადასხვა სირთულის ტესტები.
• მოსწავლეებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.eruditor.ge, სადაც ჩატარდება ოლიმპიადის პირველი ონლაინ ტური.
• ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ვებ-გვერდზე www.eruditor.ge, ტესტების საშუალებით და ამ გვერდის წესებისა და პირობების შესაბამისად;
• მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს ოლიმპიადის წესებსა და რეგულაციას საიტზე www.eruditor.ge, რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. რეგისტრაციის გავლით პიროვნება ეთანხმება ამ წესებსა და რეგულაციებს.
• პირველი ტური გაიმართება 22 თებერვლიდან - 15 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიარონ ტესტირება.
• პირველ, ონლაინ ტურში ამოსასხნელი იქნება 20 ამოცანა, ოთხი სავარაუდო პასუხით. ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობაა 40. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. ტესტი შედგენილი იქნება სამი სახის კითხვისგან: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა.
• პირველი ტურის ტესტისათვის განკუთვნილია 20 წუთი (საშუალოდ 1 წუთში, 1 ამოცანა).
• პირველი ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.
1-5-ე კითხვები იქნება მარტივი სირთულის და შეფასდება 1 ქულით. ჯამში მარტივი კითხვების ქულათა რაოდენობა შეადგენს 5 ქულას;
5-15-ე კითხვები - საშუალო სირთულის. შეფასება თითო კითხვაზე - 2 ქულა. საშუალო კითხვების ქულათა ჯამი შეადგენს 20 ქულას;
15-20 - კითხვები იქნება მაღალი სირთულის და შეფასდება 3 ქულით თითო. რთული კითხვების ქულათა ჯამი შეადგენს 15 ქულას.
• მეორე ტურში გადასვლისთვის საჭიროა მონაწილემ დააგროვოს 20 ან მეტი ქულა.
• პირველ, ონლაინ ტურში მონაწილეს აქვს 5-ჯერ ცდის შესაძლებლობა. ანუ მოსწავლეს შეუძლია შედეგის გაუმჯობესება 4 ჯერ, გამსვლელ ქულად კი ჩაითვლება იმ ტესტის შედეგი, რომელშიც მოსწავლემ დააგროვა ყველაზე მეტი ქულა.
• მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.eruditor.ge პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, 15-დან 22 მარტამდე.
II ტური
• ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება წერილობითი ფორმით, სადაც მოცემული იქნება 30 ამოცანა. ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 100. დავალებები იქნება ტესტური ტიპის. თითო შეკითხვას ექნება 4 სავარაუდო პასუხი. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. შეკითხვები იყოფა სამ სახედ: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა.
• მეორე ტური ჩატარდება 2016 წლის, 26 მარტს, 11:00-13:00 სთ ამ ქალაქებში:
o თბილისი
o ქუთაისი
o ბათუმი
o რუსთავი
o მარნეული
• საოლიმპიადო ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს www.eruditor.ge (შპს "საგანმანათლებლო ინოვაციები"). ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას.
• პირველი და მეორე ტურის ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე;
• თითოეულ კლასში, საპრიზო ადილებზე მოხვედრილ მოსწავლეებს შორის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტური.
• მეორე ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.
შეკითხვა შეკითხვის რაოდენობა ამოცანის შეფასება ქულებით ქულების ჯამი
1-10 შეკითხვა: მარტივი, შეფასება - 2 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა-20;
11-20 შეკითხვა: საშუალო სირთულის, შეფასება - 3 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა-30;
21-25 შეკითხვა: რთული, შეფასება - 4 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა - 20
26-30 შეკითხვა: ძალიან რთული, შეფასება - 6 ქულა; ქულათა ჯამური რ-ბა - 30.
ჯამში კითხვების რ-ბა - 30; ქულათა მაქსიმალური რ-ბა - 100 ქულა.
• ტესტირების ხანგრძლივობაა 120 წუთი;
• ოლიმპიადის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 თვეში.
• წერილობითი ოლიმპიადის ყველა მონაწილე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მეორე ტურის საფასურის გადახდის ბანკის ქვითარი, დაბადების მოწმობის ასლი და შესაბამისი კლასის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან. ბანკის რეკვიზიტები - ანგარიშის ნომერი: GE49PC0563600100001127 , პროკრედიტ ბანკი. ბანკის კოდი - MIBGGE22
4. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება
• მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს უმაღლეს ქულებს.
სიგელი
1 85-დან 100 ქულა I ხარისხის სიგელი
2 75-დან 84 ქულა II ხარისხის სიგელი
3 60-დან 74 ქულა III ხარისხის სიგელი
პრიზები
დაჯილდოება მოხდება ცალ–ცალკე, კლასების შესაბამისად. თითოეული საკლასო კატეგორიის ხუთი გამარჯვებული დაჯილდოვდება ამ პრიზებით:
I ადგილი – ნოუთბუქი
II ადგილი – სმარტფონი
III ადგილი – ტაბლეტი
IV ადგილი - ფოტოაპარატი
V ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიაში
5. მეორე ტურის ჩატარების თარიღი
თარიღი: 26. 03.2016
ოლიმპიადის ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება ოფიციალურ შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ვებ–გვერდზე www.eruditor.ge.
6. ოლიმპიადაში მონაწილის უფლებები და მოვალეობები
• ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს ოლიმპიადაზე. ტესტირების დაწყების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება;
ბ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი.
• ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონულია პარატურის გამოყენება;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, ოლიმპიადის სხვა მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამ ან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთანერთად.
• გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
• ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს თან იქონიოს წყალი, ჰიგიენური ხელსახოცი, ასევე უფლება აქვს იქონიოს მედიკამენტი,მშობლის განაცხადთან ერთად,ამ მედიკამენტის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღება შესაძლოა მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
7. ტესტირების შედეგების გასაჩივრება
• ოლიმპიადის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ;
• ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 (4) დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილიაპრეტენზია.
• საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია განაცხადს განიხილავს 5 დღის ვადაში;
• საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი;
• ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ოფიცალურ ელ ფოსტაზე (info@eruditor.ge) ან წარმოადგინოს პირადად.
8. ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები
• ოლიმპიადის შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არაუგვიანეს 7 დღისა, დგება ოლიმპიადის მონაწილეთა საბოლოო რეიტინგული სია და ქვეყნდება შპს "საგანმანათლებლო ინოვაციების" ოფიცალურ ვებ-გვერდზე www.eruditor.ge.
ზოგადი წესები და ინსტრუქციები ოლიმპიადის მონაწილეთათვის
ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია (დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა სკოლიდან და მონაწილეობის საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან).
დაუშვებელია აუდიტორიაში მობილური ტელეფონის ან კალკულატორის შეტანა.
ოლიმპიადის დაწყებამდე მონაწილეებმა უნდა შეავსონ პირადი მონაცემები პასუხების ფურცელზე მითითებული ჩამონათვალის მიხედვით.
დროის ათვლა, პასუხების ფურცელზე პირადი მონაცემების შევსების შემდეგ დაიწყება.
საოლიმპიადო ტესტი მოიცავს 30 შეკითხვას სავარაუდო 4 პასუხით, ყოველ კითხვას აქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი.
მონაწილემ უნდა გააფერადოს (პასუხების ფურცელზე) მხოლოდ ერთი პასუხი,ორი პასუხის გაფერადების შემთხვევაში პასუხი არასწორად ჩაითვლება.
პასუხების ფურცელი ივსება მხოლოდ ფანქრით.
ტესტირების ხანგრძლივობაა 120 წუთი.
ოლიმპიადის მსვლელობისას აკრძალულია გადალაპარაკება, ნივთების გაცვლა, თხოვება, გადაწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო გამეორების შემთხვევაში მოიხსნება ოლიმპიადიდან.
თუ მონაწილე არ არის IV, V ან VI კლასის მოსწავლე, მისი ნაშრომი არ გასწორდება ან გამოცხადდება ბათილად.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე ზედამხედველს აბარებს პასუხების ფურცელს.
ეს ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს.
ტურნირი დარდება ე.წ. კომბინირებული ტესტების მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ ტესტში ამოდის რამოდენიმე საგნის საკითხები, მაგალითად: გეოგრაფიის, ქართულისა და ინგლისურის.
თითოეულ ტესტში არის 15 კითხვა - აქედან 8 ძირითადი საგნიდან (ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ან ფიზიკა), ხოლო დანარჩენი ქართულიდან და ინგლისურიდან.
ტურნირი ტარდება სამ ონლაინ ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი;
შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის საკმარისია 1 ცდა, რომელიც შეგიძ₾იათ უფასოდ მიიღოთ სპონსორისგან;
შესარჩევ ტურში შედეგის გაუმჯობესების რაოდენობა შეუზღუდავია და შეგიძლიათ მანამდე გაიმეოროთ ტესტი, ვიდრე არ დააგროვებთ მინიმალურ 16 ქულას ნახევარფინალში გადასასვლელად;
ნახევარფინალი არის ფასიანი და მასში მონაწილოებისათვის უნდა გქონდეთ მინიმუმ 6 ცდა - აქედან 1 ცდა შეგიძლიათ ასევე აიღოთ უფასოდ სპონსორისგა, ხოლო დანარჩენი 5 უნდა შეიძინოთ - 5 ცდის ღირებულებაა 3 ლარი.
ნახევარფინალში ცდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 6 ცდას, ანუ შედეგის გაუმჯობესება შეგიძლიათ მხოლოდ 6-ჯერ. რეიტინგში დაფიქსირდება მხოლოდ საუკეთესო შედეგი.
ნახევარფინალში ყოველი შემდეგი ტესტის გასაკეთებლად აღარ გჭირდებათ ცდების დამატება.
ფინალში გადადის ნახევარფინალის 10 საუკეთესო მონაწილე.
ფინალი არის უფასო და ტარდება ასევე ონლაინ რეჟიმში.
ფინალში საუკეთესო 5 მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრიზებით.
გისურვებთ წარმატებას :)
ეს ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებს.
ტურნირი დარდება საგნებში: მათემატიკა, ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული.
თითოეულ ტესტში არის 20 კითხვა შესაბამისი საგნიდან. აქედან, 5 მარტივი, 10 საშუალო სირთულის და 5 რთული.
ტურნირი ტარდება სამ ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი;
შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის საკმარისია 1 ცდა, რომელიც შეგიძ₾იათ უფასოდ მიიღოთ სპონსორისგან;
შესარჩევ ტურში შედეგის გაუმჯობესების რაოდენობა შეუზღუდავია და შეგიძლიათ მანამდე გაიმეოროთ ტესტი, ვიდრე არ დააგროვებთ მინიმალურ 16 ქულას ნახევარფინალში გადასასვლელად;
ნახევარფინალი არის ფასიანი და მასში მონაწილოებისათვის უნდა გქონდეთ მინიმუმ 10 ცდა - აქედან 1 ცდა შეგიძლიათ ასევე აიღოთ უფასოდ სპონსორისგა, ხოლო დანარჩენი 9 უნდა შეიძინოთ - 10 ცდის ღირებულებაა 5 ლარი.
ნახევარფინალში ცდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 6 ცდას, ანუ შედეგის გაუმჯობესება შეგიძლიათ მხოლოდ 6-ჯერ. რეიტინგში დაფიქსირდება მხოლოდ საუკეთესო შედეგი.
ნახევარფინალში ყოველი შემდეგი ტესტის გასაკეთებლად აღარ გჭირდებათ ცდების დამატება.
ფინალში გადადის ნახევარფინალის 30 საუკეთესო მონაწილე.
ფინალში მონაწილეს ეძლევა 3 ცდა. გამარჯვებული გამოვლინდება სამივე ცდიდან დაგროვებული ქულათა ჯამით.
ფინალში მონაწილეობისთვის ცდები არ არის საჭირო.
გისურვებთ წარმატებას :)
მიიღეთ ცდა საჩუქრად სპონსორისგან.
დააჭირეთ ყვითელ ღილაკს "მიიღე ცდა სპონსორისგან", აირჩიეთ სპონსორი, რომელსაც ცდების დღიური ლიმიტი არ აქვს ამოწურული, გაეცით პასუხი სპონსორის კითხვას სწორად და თქვენ მიიღებთ ერთ ცდას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტესტის გასაკეთებლად, ნებისერ ოლიმპიადასა და საგანში. თუ არ იცით სწორი პასუხი სპონსორის კითხვაზე, მაშინ დააჭირეთ შეკთხვის ქვეშ მოცემულ ღილაკს "სწორი პასუხის მისაღებად გადადით ამ ბმულზე".
იხილედ ვიდეო დახმარება
სპონსორისგან ცდის მიღება შესაძლებელია შეუზღუდავად, მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ამოწურული გაქვთ ყველა ცდა. სპონსორისგან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ცდის აღება და დაგროვება არ ხდება.
მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული და გაიაროთ ავტორიზაცია.
იხილეთ ვიდეო დახმარება:
ავტორიზაციის გასავლელად, უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა", რომელიც განთავსებულია მთავარ მენიუში.
- თუ რეგისტრირებული ხართ E-Mail -ით:
- კრეფთ მეტსახელს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას;
- კრეფთ პაროლს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დასრულებისას;
- აჭერთ ღილაკს "შესვლა"
- თუ რეგისტრირებული ხართ Facebook -ით:
- აჭერთ ლურჯ ღილაკს: ავტორიზაცია Facebook-ით
- თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ Eruditor.ge-ს თქვენს ანგარიშზე
- თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შედიხართ მენიუში "ოლიმპიადები" მთავარი მენიუდან, ირჩევთ კლასს, ირჩევთ სასურველ საგანს, აჭერთ ღილაკს "ტესტის დაწყება" და აკეთებთ სარეიტინგო ტესტებს.
„ცდა“ არის ტესტის გაკეთების უფლება. თუ გინდა ტესტის გაკეთება, ანგარიშზე უნდა გქონდეს ცდა. 1 ცდა = 1 ტესტს.
ერთი ტესტის გაკეთების შემდეგ, ცდები გაგინულდება და მომდევნო ტესტისთვის ისევ უნდა შეივსო ანგარიში.
ცეების დამატება შეგიძლიათ 2 გზით:
1. შეიძინეთ ცდები: შეგიძლიათ შეუზღუდავად შეიძნოთ ცდები ჩვენივე ვებ-გვერდიდან VISA ან MASTERCARD ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან: PAY BOX და TBCPAY.
ცდების ღირებულებაა:
- 5 ლარი - 10 ცდა;
- 4 ლარი - 7 ცდა;
- 3 ლარი - 5 ცდა;
- 2 ლარი - 3 ცდა;
- 1 ლარი - 1 ცდა.
ერთჯერადად 5 ან მეტი ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში, თითო ლარზე დაგერიცხებათ 2 ცდა.
2. მიიღეთ ცდა საჩუქრად სპონსორისგან.
დააჭირეთ ყვითელ ღილაკს "მიიღე ცდა სპონსორისგან", აირჩიეთ სპონსორი, რომელსაც ცდების დღიური ლიმიტი არ აქვს ამოწურული, გაეცით პასუხი სპონსორის კითხვას სწორად და თქვენ მიიღებთ ერთ ცდას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტესტის გასაკეთებლად, ნებისერ ოლიმპიადასა და საგანში. თუ არ იცით სწორი პასუხი სპონსორის კითხვაზე, მაშინ დააჭირეთ შეკთხვის ქვეშ მოცემულ ღილაკს "სწორი პასუხის მისაღებად გადადით ამ ბმულზე".
იხილედ ვიდეო დახმარება
სპონსორისგან ცდის მიღება შესაძლებელია შეუზღუდავად, მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ამოწურული გაქვთ ყველა ცდა. სპონსორისგან შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ცდის აღება და დაგროვება არ ხდება.
ზოგი ტურნირის რომელიმე ტურს შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი პირობა, რომ ტურში მონაწილეობის სანაცვლოდ, თქვენ გჭირდებათ განსაზღვრული რაოდენობის ცდები.
მაგალითად, თუ ტურში მონაწილეობისთვის საჭიროა 10 ცდა, მაშინ ამ ტურში მონაწილეობისთვის თქვენ უნდა გქონდეთ მინიმუმ 10 ცდა ანგარიშზე.
თუ არ გაქვთ შესაბამისი რაოდენობის ცდები (მოგებული, დაგროვებული), დაგჭირდებათ მათი შეძენა.
ყველა ოლიმპიადაში, ტურების დასახელებას აქვს i ნიშანი, რომელზეც მაუსის მიტანისას გამოდის ყველა საჭირო ინფორმაცია და მათ შორის ზემოთ ხსენებულიც.
მთავარ გვერდზე, სლაიდშოუს ქვეშ არის საგნების სურათები, მაუსის მიტანით, გამოჩნდება წარწერა \"შეარჩიე ტურნირი\", დააჭირე მაგ წარწერას.
ჩამოიშლება ტურნირები;
თავში მონიშნეთ \"ტურნირები რომლებშიც ვმონაწილეობ\" და ამოიფილტრება ის ტურნირები, სადაც ტესტები გაქვთ გაკეთებული.
ნუ ღელავთ :)
პაროლის აღდგენა ძალიან მარტივია, მიჰყევით ინსტრუქციას:
1. ავტორიზაციის ფანჯარაში (შესვლის ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის), დააჯირეთ ბმულს "დაგავიწყდა პაროლი ?"
2. ახალ ფანჯარაში, მარცხენა ველში ჩაწერეთ ის ელ-ფოსტა, რომელიც პროფილში გაქვთ მითითებული
3. მარჯვენა ველში ჩაწერეთ თქვენი იუზერი.
4. დააჭირეთ გაგზავნას.
5. გამოვა შეტყობინება, რომელშიც მითითებული, რომ უნდა შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა.
6. დააჭირეთ მიღებულ შეტყობინებაში (გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მეილი ე.წ. "spam"-ში ან "junk"-ში იყოს) არსებულ ბმულს.
7. შექმენით ახალი პაროლი, როგორც რეგისტრაციისას.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პროფილში მითითებული ელ-ფოსტა ან მისი პაროლი, მაშინ გაგზავნეთ info@eruditor.ge - ზე წერილი (სხვა ელ-ფოსტიდან), შემდეგი ინფორმაციით:
1. თქვენი პირადი ნომერი.
2. შესაბამისი შეტყობინება სიტყვიერად, ელ-ფოსტის შეცვლის თაობაზე და ახალი ელ-ფოსტა.
3. თქვენი პირადობის მოწმობის (ან დაბადების) ასლი ან ფოტო სურათი (ეს აუცილებელია პირადობის დასადასტურებლად).
4. ელ-ფოსტის შეცვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ პაროლის აღდგენას.
ნუ ღელავთ :)
პროფილში შეზღუდულია შემდეგი მონაცემების ჩასწორება:
1. სახელი, გვარი.
2. პირადი ნომერი.
3. კლასი.
თუ ამ სამიდან რომელიმე მონაცემის ჩასწორება გსურთ, გაგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება მეილზე info@eruditor.ge.
შეტყობინება აუცილებლად უნდა შეიცავდეს თქვენს პირად ნომერს ან იუზერს.
გაითვალისწინეთ, რომ წერილის გაგზავნა უნდა მოხდეს იმ ელ-ფოსტიდან, რომელიც მითითებული გაქვთ პროფილში.
თუ ეს ელ-ფოსტა არ გახსოვთ ან ვერ ხსნით, გაგზავნეთ შეტყობინება სხვა ელ-ფოსტით და ადმინისტრატორი მოგცემთ ინსტრუქციას.
- ტესტის გასაკეთებლად საჭიროა უწყვეტი ინტერნეტი.
- ტესტის გასაკეთებლად მონაწილეს ეძლევა ფიქსირებული დრო, რომლის განმავლობაში მას შეუძლია უპასუხოს კითხვათა სხვადასხვა რაოდენობას საგნების მიხედვით.
- ტესტებზე გამოყოფილი დრო, კითხვების წონა და რაოდენობა მოცემულია მე-7 მუხლში.
- ტესტი შედგება კითხვებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ ოთხი სავარაუდო პასუხი.
- ყოველ კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს.
- მონაწილე მონიშნავს ერთ-ერთ სავარაუდო პასუხს - თუ პასუხის ეს ვარიანტი სწორია, მის გარშემო ეკრანზე ჩნდება მწვანე ჩარჩო, ხოლო თუ შეცდომაა - წითელი.
- სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში კითხვის წონა ემატება მიმდინარე ტესტში ქულების რაოდენობას,
- კითხვაზე პასუხის არასწორად გაცემის შემთხვევაში, ქულებს აკლდება ამ საგანში მარტივი კითხვის წონის შესაბამისი ქულა:
- მათემატიკაში, მათემატიკურ უნარებსა და ფიზიკაში აკლდება 3 ქულა
- ყველა დანარჩენ საგანში აკლდება 1 ქულა.
- კითხვაზე რომელიმე სავარაუდო პასუხის მონიშვნის შემდეგ, აქტიურდება ღილაკი ”შემდეგი კითხვა”, რომელზე დაჭერითაც მონაწილეს მოსდის ახალი კითხვა.
- ყოველი ტესტის გაკეთების შემდეგ, მონაწილე მიიღებს ანგარიშს (რეპორტს), რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რამდენ კითხვას გასცა სწორი ან არასწორი პასუხი, სავარაუდო მასალის რომელ თემებში აქვს უკეთესი ცოდნა და რომელი თემების მიხედვით მოუწევს ცოდნის გაღრმავება.
- ტესტირების პროცესის რაიმე მიზეზით შეწყვეტის ან გადატვირთვის შემთხვევაში, მონაწილეს ტესტი ჩაითვლება დასრულებულად და ქულები დაითვლება ტესტირების პროცესის შეწყვეტამდე გაცემული პასუხების შესაბამისად.
საიტზე შეიძლება მიმდინარეობდეს რამდენიმე ტიპის ოლიმპიადა, რომელთა შორის არის eruditor.ge - ის ორი ოლიმპიადა: 1. სასკოლო-საგნობრივი ოლიმპიადა და 2. სკოლადამთავრებულთა ყოველკვირეული ოლიმპიადა.
ასევე ცალეული სპონსორის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური, ექსკლუზიური ოლიმპიადები.
თითოეულ ოლიმპიადას, განსხვავებული წესები აქვს. ოლიმპიადის და ტურის გამარჯვების პრინციპი, მიმდინარეობის ვადები და სხვა საჭირო ინფორმაცია გამოდის ტესტის წინა ფანჯარაში და ასევე, რეიტინგების გვერდზე თითოეული ოლიმპიადის დასახელების გასწვრივ, მარჯვენა მხარეს არსებულ i ნიშანზე მაუსის ისრის მიტანისას.
eruditor.ge - ის ოლიმპიადები სტანდარტულია და შემდეგი პრინციპით მიმდინარეობს:
- eruditor.ge - ის საგნობრივი ოლიმპიადები ტარდება სამ ტურად: შესარჩევი, ნახევარფინალი და ფინალი
- შესარჩევი ტური და ნახევარფინალი ტარდება ონლაინ რეჟიმში, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა ინტერნეტის საშუალებით.
- ნახევარფინალში მოსახვედრად, შესარჩევ ტურში უნდა დააგროვოთ ჯამური 170 ქულა. რის შემდეგ უკვე შეძლებთ ტესტის გაკეთებას ნახევარფინალში.
- ფინალში მოსახვედრად, ნახევარფინალში უნდა მოხვდეთ კონკრეტული საგნის ოცეულში, ანუ მოცემულ კლაში, მოცემულ საგანში საუკეთესო შედეგის მქონე 20 მონაწილეს შორის.
- პრიზების მისაღებად უნდა გახვიდეთ 1 ან რამოდენიმე ფინალში და დაიკავოთ 1-ლი, მე-2 ან მე-3 ადგილები.
- ფინალების ჯამში დაგროვილი ქულების მიხედვით საუკეთესო მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები მიიღებენ დამატებით პრიზებს.
- ასევე ყველა ფინალისტს გადაეცემა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები სპონსორებისგან (ფინალისტებში არ ითვლება დისკვალიფიცირებული მონაწილეები).
სკოლადამთავრებულთა ოლიმპიადა მიმდინარეობს თითო კვირიან ტურებად და ჯამური რეიტინგებით საუკეთესო ათეულს საჩუქრად გადაეცემა ცდები. ასევე შესაძლებელია იყოს დამატებით პრიზები, რომელიც გამოჩნდება შესაბამის ოლიმპიადებში.
ამ შემთხვევაში არის ორი ვარიანტი:
1. იმ ტურნირის რეიტინგების ნახვა, რომელიც საიტზე ჩანს (მარცხენა სვეტში), შეგიძლიათ შემდეგნაირად: ჩამოშალეთ ტურნირი, დააჭირეთ სასურველ კლასს, შემდეგ სასურველ ტურს და ნახეთ საგნის ან კლასის ჯამური რეიტინგი.
2. თუ ტურნირი დიდი ხნის დასრულებულია და საიტზე აღარ ჩანს (მარცხენა სვეტში), მაშინ გახსენით გამარჯვებულების გვერდი (მენიუს ზოლში), დააჭირეთ სასურველ ტურნირს, კლასს და შემდეგ რეიტინგს.
ფინალის წინა შესარჩევი ტურის დასრულებისთანავე (დასრულების დრო თითოეულ ტურს აწერია) გამოვლინდებიან ფინალისტები, გამოგვეყნდება სიაც და თითოეულ ფინალისტს გაეგზავნება შეტყობინება ფინალში რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail-ზე), ასევე პირადი პროფილის შეტყობინებებში.
- ქულების დათვლა სხვადასხვა ტურნირში შესაძლებელია სხვადასხვანაირად მოხდეს. ამ ინფორმაციას მიიღებთ რეიტინგის გვერდზე ყვითელ ინფო ღილაკზე მაუსის მიტანის მეშვეობით.
- ყველაზე გავრცელებული სისტემა ასეთია: კითხვები არის სამი სირთულისა: მარტივი, საშუალო და რთული
- მარტივი - 1 ქულა;
- საშუალო - 2 ქულა;
- რთული - 3 ქულა;
- სწორად გაცემული პასუხების წონები ჯამდება, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში გაკლდებათ ერთი ქულა.
- თუკი რამდენიმე მონაწილეს აქვს თანაბარი ქულა, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მოახერხა ამ ქულების მოგროვება.
- შენი ადგილი შეგიძლია იპოვო შესაბამისი ოლიმპიადის, კლასისა და საგნის რეიტინგში: ჩამოშალეთ სასურველი ოლიმპიადა, აირჩიეთ კლასი, აირჩიეთ ტური და შემდეგ საგანი.
- თუ სასურველი ოლიმპიადა დიდი ხნის (ერტ კვირაზე მეტი) დასრულებულია და საიტზე აღარ ჩანს, მაშინ გახსენი გამარჯვებულების გვერდი და იქ იპოვი.
- საკუთარ ყველა შედეგს ნახავ ავტორიზაციის შემდეგ განყოფილებაში „ჩემი სტატისტიკა“
სხვები ხედავენ მხოლოდ შენს მეტსახელს
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ტესტში აღმოაჩინეთ შეცდომა:
- შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "შეცდომა ტექსტში"
- გამოჩნდება ფანჯარა, სადაც კომენტარის სახით ჩაწერთ თუ კონკრეტულად რა ტიპის შეცდომა აღმოაჩინეთ და აჭერთ ღილაკს "გაგზავნა" (შენიშვნის ჩაწერა აუცილებელია, სხვაგვარად შეტყობინება არ განიხილება).
- თუ შეცდომა დადასტურდა, საჩუქრად დაგერიცხებათ 3 ცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის შეწყვეტისას ჩამოჭრილი ცდა არ დაგიბრუნდებათ.
დისკვალიფიკაცია არის ორი ტიპის:
1. წესების დარღვევის შემთხვევაში:
- რეგისტრაციისას, მეტსახელში გამოიყენა უცენზურო, ან მასზე მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვები;
- შესარჩევ ტურში, მის ნაცვლად მონაწილეობა მიიღო სხვა პიროვნებამ, ან ტესტების შესრულებაში მას მიეხმარა სხვა პირი;
- დარეგისტრირდა რამოდენიმე ანგარიშით;
- გააკეთა ტესტები სხვისი ანგარიშებით;
- არასწორად მიუთითა პირადი ნომერი და კლასი;
- ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით, ან დაარღვია მონაწილეობის წესების რომელიმე პირობა.
- დისკვალიფიცირებული იქნება ყველა მონაწილე, რომელთა აიპი მისამართიდანაც დაფიქსირდება ოლიმპიადის მონაცემთა ბაზაზე, ან პროგრამულ კოდზე ზემოქმედების მცდელობა. აღნიშნული ფაქტი, დაფიქსირებისთანავე ეცნობება სამართალდამცავ ორგანოებს;
- ნებისმიერი სახით დაარღვია ოლიმპიადაში მონაწილეობის წესები და პირობები;
- არ გამოცხადდა ფინალურ ეტაპზე წინასწარი შეტყობინების გარეშე;
- ფინალურ ეტაპზე გამოცხადებისას ვერ დაადასტურებს მის მიერ ვებ-გვერდის სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული მონაცემების ნამდვილობას, პირადობის მოწმობის ან პასპორტის, ასევე სკოლიდან, სადაც „მონაწილე“ სწავლობს წარმოდგენილი ცნობის მეშვეობით;
- ფინალური ტურის მსვლელობისას ხელი შეუშალა ტესტირების პროცესს, ან ჰქონდა მცდელობა ნებისმიერი საშუალებით მიეღო მესამე პირისაგან დახმარება ტესტის კითხვაზე პასუხის გასაცემად.
- დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს:
- შეუზღუდოს მონაწილეს ანგარიშით სარგებლობის უფლება;
- გაუუქმოს არაკეთილსინდისიერი გზით მიღებული ცდებით დაფიქსირებული შედეგები;
- გაუუქმოს შედეგები;
- გაუუქმოს ანგარიში;
- შეზღუდოს მონაწილის IP მისამართიდან შესვლა.
2. დისკვალიფიკაცია ფინალზე:
თუ ფინალში, მონაწილე ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს (ცვალებადია და შესაბამისი ტურის, კლასისა და საგნის განყოფილებაში წერია) მისთვის მიცემულ ვერც-ერთ ცდაზე (ვიზუალურად ეს არის ფინალურ რეიტინგებში გაწითლებული მონაწილე), მაშინ იღებს დისკვალიფიკაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ კონკრეტული ფინალის ქულა მის ჯამურ რეიტინგში არ გაითვალისწინება. მას ჩვეულებრივ შეუძლია გააგრძელოს მონაწილეობა მომდევნო ფინალებსა თუ ტურნირებში.
თუკი თქვენ გაქვთ Facebook-ზე თქვენი ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მისი საშუალებითაც.
Facebook -ით რეგისტრაცია გაცილებით მარტივია და არ საჭიროებს რამოდენიმე ველის შევსებას (ისინი ავტომატურად ივსება) და ასევე არ ჭირდება ელ-ფოსტიდან ბმულზე გადასვლა პაროლის შესაქმნელად.
Facebook-ით რეგისტრაციისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები:
- დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით.
- ირჩევთ "რეგისტრაცია Facebook-ით"
-
- თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე.
- თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში
- გამოვა ფანჯარა: "აირჩიეთ თქვენი კლასი"
- შენიშვნა: სასწავლო წლის ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დაწყებულია შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური, თქვენ უნდა მიუთითოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე. რადგან ფინალები შემოდგომაზე ჩატარდება. მაგალითად: თუ რეგისტრაციის დროს დაწყებულია შემოდგომის სეზონი (დაახლოებით მაისიდან), გსურთ დარეგისტრირება და ამთავრებთ VII კლასს, უნდა მიუთითოთ VIII კლასი. გაითვლისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც რეგისტრაცია ხდება სასწავლო წლის ბოლოს და შემოდგომის სეზონი უკვე დაწყებულია.
- გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები:
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ;
- მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში;
- მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან.
- მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის ელ-ფოსტა: ეს ველი Facebook-ით რეგისტრაციისას უკვე შევსებული იქნება.
- მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა
- პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას
- დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან.
- მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21"
- რეგიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა
- რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა
- სკოლა, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ სკოლა, რომელშიც ამჟამად სწავლობთ
- მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი, ან თქვენი მშობლის მობილური ტელეფონის ნომერი
- პროფილის სურათი: პროგრამა ავტომატურად ატვირთავს იგივე სურათს, რომლითაც სარგებლობთ Facebook-ზე, თუმცა შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღოთ სურათი, ან აირჩიოთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი.
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ ამით დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს.
იხილეთ ვიდეო დახმარება:
შენიშვნა: ვიდეო ინსტრუქცია გაკეთებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც რეგისტრაცია ხდება შემოდგომის სეზონზე და უნდა აირჩოთ მომდევნო კლასი (იხილეთ ზემოთ, შენიშვნა)
მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული.
რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია გქონდეთ საკუთარი ანგარიში Facebook-ზე, ან საკუთარი აქტიური E-Mail.
დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით.
E-mail-ით რეგისტრაციის შემთხვევაში:
- ირჩევთ შესაბამის ველს
- გამოვა ფანჯარა: "აირჩიეთ თქვენი კლასი".
- შენიშვნა: რეგისტრაციისას, უნდა აირჩიოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით მიმდინარე სეზონის ფინალების დროს. კერძოდ, სასწავლო წლის ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დაწყებულია შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური, თქვენ უნდა მიუთითოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე. რადგან ფინალები შემოდგომაზე ჩატარდება. მაგალითად: თუ რეგისტრაციის დროს დაწყებულია შემოდგომის სეზონი (დაახლოებით მაისიდან), გსურთ დარეგისტრირება და ამთავრებთ VII კლასს, უნდა მიუთითოთ VIII კლასი. გაითვლისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც რეგისტრაცია ხდება სასწავლო წლის ბოლოს და შემოდგომის სეზონი უკვე დაწყებულია.
- კლასის არჩევის შემდეგ, გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები:
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ;
- მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში;
- მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან.
- თქვენი პირადი მონაცემები პირადობის მოწმობის, საერთაშორისო პასპორტის ან დაბადების მოწმობის მიხედვით:
- მონაწილის სახელი;
- მონაწილის გვარი;
- მონაწილის ელ-ფოსტა: უნდა შეიყვანოთ თქვენი E-Mail-ის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და რომლის პაროლიც გახსოვთ.
- აქტიური (რეალური) ელ-ფოსტა აუცილებელია E-Mail-ით რეგისტრაციის დასასრულებლად, ამ ელ-ფოსტაზე მოგივათ მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
- ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ამ ელ-ფოსტით უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პრობლემის შინაარსი.
- თუკი რეგისტრაციის მომენტისათვის არ გაქვთ ელ-ფოსტა, აუცილებელია მისი შექმნა: ელ-ფოსტის შექმნა
- მონაწილის დაბადების თარიღი;
- მონაწილის პირადი (11 ნიშნა) ნომერი;
- პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამდენიმე ანგარიშის გახსნა
- პირადი ნომრის არასწორად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას
- დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან.
- მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21"
- რეგიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა
- რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც მდებარეობს თქვენი სკოლა
- სკოლა, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ სკოლა, რომელშიც ამჟამად სწავლობთ
- მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი, ან თქვენი მშობლის მობილური ტელეფონის ნომერი
- პროფილის სურათი: ატვირთეთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღეთ სურათი, ან აირჩიეთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი.
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail) მიიღებთ შეტყობინებას.
- ამ შეტყობინებაში იქნება ბმული (link), რომელზე დაჭერითაც თქვენ გადახვალთ ჩვენს საიტზე პაროლის შესაქმნელ ინტერფეისზე.
- პაროლის შექმნისას, მარცხენა უჯრაში წერთ პაროლს, ხოლო მარჯვენაში იმეორებთ ამ პაროლს ზუსტად ისე, როგორც ჩაწერეთ მარცხენა უჯრაში.
- შემდეგ აწვებით ღილაკს „გაგზავნა“, რითაც რეგისტრაცია სრულდება.
იხილეთ ვიდეო დახმარება:
შენიშვნა: ვიდეო ინსტრუქცია გაკეთებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც რეგისტრაცია ხდება შემოდგომის სეზონზე და უნდა აირჩოთ მომდევნო კლასი (იხილეთ ზემოთ, შენიშვნა)
მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული.
იხილეთ ვიდეო დახმარება:
რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია გქონდეთ საკუთარი ანგარიში Facebook-ზე, ან საკუთარი აქტიური E-Mail.
E-mail-ით რეგისტრაციის შემთხვევაში:
- დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით.
- E-Mail-ით რეგისტრაციის შემთხვევაში ირჩევთ შესაბამის ველს
- გამოვა ფანჯარა: "მონიშნეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე"
- მაგალითად: თუკი თქვენ უკვე დამთავრებული გაქვთ სკოლა, ან ამჟამად ხართ მე-12 კლასში, მაშინ უნდა მონიშნოთ ველი "სკოლადამთავრებული". სხვა შემთხვევაში უნდა მონიშნოთ ის კლასი, რომელშიც იქნებით 2014 წლის შემოდგომისთვის.
- გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები:
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ;
- მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში;
- მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან.
- მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის ელ-ფოსტა: უნდა შეიყვანოთ თქვენი E-Mail-ის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ და რომლის პაროლიც გახსოვთ.
- მონაწილის ელ-ფოსტა აუცილებელია E-Mail-ით რეგისტრაციის დასასრულებლად
- ამ ელ-ფოსტაზე მოგივათ მნიშვნელოვანი შეტყობინებები
- ნებისმიერი პრობლემნის შემთხვევაში, ამ ელ-ფოსტით უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პრობლემის შინაარსი.
- თუკი რეგისტრაციის მომენტისათვის არ გაქვთ ელ-ფოსტა, აუცილებელია მისი შექმნა :ელ-ფოსტის შექმნა
- მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა
- პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას
- დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან.
- მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21"
- რეგიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ;
- რაიონი, სადაც მონაწილე სწავლობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ;
- მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი
- პროფილის სურათი: ატვირთეთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღეთ სურათი, ან აირჩიეთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი.
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს გაგზავნა და თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (E-Mail) მიიღებთ შეტყობინებას.
- ამ შეტყობინებაში იქნება ბმული (link), რომელზე დაჭერითაც თქვენ გადახვალთ ჩვენს საიტზე პაროლის შესაქმნელ ინტერფეისზე.
- პაროლის შექმნისას, მარცხენა უჯრაში წერთ პაროლს, ხოლო მარჯვენაში იმეორებთ ამ პაროლს ზუსტად ისე, როგორც ჩაწერეთ მარცხენა უჯრაში.
- შემდეგ აწვებით ღილაკს „გაგზავნა“, რითაც რეგისტრაცია სრულდება.
თუკი თქვენ გაქვთ Facebook-ზე თქვენი ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია მისი საშუალებითაც.
Facebook -ით რეგისტრაცია გაცილებით მარტივია და არ საჭიროებს რამოდენიმე ველის შევსებას (ისინი ავტომატურად ივსება) და ასევე არ ჭირდება ელ-ფოსტიდან ბმულზე გადასვლა პაროლის შესაქმნელად.
Facebook-ით რეგისტრაციისთვის უნდა შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები:
- დარეგისტრირება ხდება მთავარ მენიუში ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერით.
- ირჩევთ "რეგისტრაცია Facebook-ით"
-
- თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე.
- თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში
- გამოვა ფანჯარა: "მონიშნეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე"
- თუ თქვენ უკვე დამთავრებული გაქვთ სკოლა, ან ეხლა ხართ მე-12 კლასში, უნდა მიუთითოთ "სკოლადამთავრებული". წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითეთ კლასი, რომელშიც იქნებით შემოდგომაზე და უნდა შეავსოთ სკოლის მოსწავლის სარეგისტრაციო ველები.
- გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ველები:
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- მეტსახელით გაივლით ხოლმე ავტორიზაციას რეგისტრაციის შემდეგ;
- მეტსახელით გამოჩნდებით შესარჩევი ტურების რეიტინგებში;
- მეტსახელის მითითების საშუალებით შეიძენთ ცდებს TBC Pay-სა და PayBox-ს აპარატებიდან.
- მონაწილის სახელი: უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის გვარი: უნდა შეიყვანოთ თქვენი გვარი, როგორც ეს მითითებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში ან დაბადების მოწმობაში
- მონაწილის ელ-ფოსტა: ეს ველი Facebook-ით რეგისტრაციისას უკვე შევსებული იქნება.
- მონაწილის დაბადების თარიღი: უნდა მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი, თვე და რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- მონაწილის პირადი ნომერი: უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - 11 ნიშნა რიცხვი ისე, როგორც ეს დაფიქსირებულია თქვენს პირადობის მოწმობაში, საერთაშორისო პასპორტში, ან დაბადბეის მოწმობაში.
- პირადი ნომერი უნიკალურია და შეუძლებელია ერთი და იგივე პირადი ნომრით რამოდენიმე ანგარიშის გახსნა
- პირადი ნომრის არასწოპრად მითითების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დისკვალიფიკაციას
- დაადასტურეთ, რომ არ ხართ ბოტი: ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროთ რიცხვი, რომელიც მიიღება სიტყვიერად მოცემული გამოსახულებიდან.
- მაგალითად: "სამს მივუმატოთ თვრამეტი = 21"
- რეგიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რეგიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ;
- რაიონი, სადაც მონაწილე ცხოვრობს: ამოირჩიეთ რაიონი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ;
- მონაწილის ტელეფონი: მიუთითეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი
- პროფილის სურათი: პროგრამა ავტომატურად ატვირთავს იგივე სურათს, რომლითაც სარგებლობთ Facebook-ზე, თუმცა შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი სურათი კომპიუტერიდან, პირდაპირ გადაიღოთ სურათი, ან აირჩიოთ არსებული ავატარებიდან ერთ-ერთი.
- მონაწილის მეტსახელი: ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოთ თქვენს მიერ მოფიქრებული მეტსახელი
- სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, აწვებით ღილაკს "რეგისტრაცია" და თქვენ ამით დაასრულებთ რეგისტრაციის პროცესს.
მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ დარეგისტრირებული და გაიაროთ ავტორიზაცია.
იხილეთ ვიდეო დახმარება:
ავტორიზაციის გასავლელად, უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა", რომელიც განთავსებულია მთავარ მენიუში.
- თუ რეგისტრირებული ხართ E-Mail -ით:
- კრიბავთ მეტსახელს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას;
- კრიბავთ პაროლს, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დასრულებისას;
- აწვებით ღილაკს "შესვლა"
- თუ რეგისტრირებული ხართ Facebook -ით:
- აწვებით ლურჯ ღილაკს: ავტორიზაცია Facebook-ით
- თუ იმავე ბრაუზერში უკვე შესული ხართ Facebook-ის თქვენს ანგარიშზე, პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ Eruditor.ge-ს თქვენს ანგარიშზე
- თუ იმავე ბრაუზერში Facebook ანგარიშზე შესული არ ხართ, მაშინ პროგრამა მოგთხოვთ იგივე საავტორიზაციო მონაცემების მითითებას, რითაც ავტორიზდებით FaceBook-ში
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შედიხართ მენიუში "ოლიმპიადები" მთავარი მენიუდან, ირჩევთ კლასს, ირჩევთ სასურველ საგანს, აჭერთ ღილაკს "ტესტის დაწყება" და აკეთებთ სარეიტინგო ტესტებს.
- დარეგისტრირებისთანავე თქვენ მიიღებთ 1 ცდას უფასოდ.
- „ცდა“ არის ტესტის გავლის უფლება: 1 ცდა = 1 ტესტს
- ცდები შეგიძიათ გამოიყენოთ ნებისმიერ საგანში
- როცა ამოგეწურებათ რეგისტრაციისას ნაჩუქარი ცდები, შეგიძლიათ მათი დამატება 3 გზით:
- ტურში დაიკავე ადგილი პირველ ათეულში და მიიღეთ 2 ცდა საჩუქრად
- მიიღეთ ცდა საჩუქრად სპონსორისგან:
- ამისათვის გადადით შესაბამის ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:
-
სპონსორისგან შეგიძლიათ მიიღოთ 1 ცდა ყოველ 24 საათში ერთხელ.
- 3. ასევე შეგიძლიათ შეუზღუდავად შეიძნოთ ცდები ჩვენივე ვებ-გვერდიდან VISA ან MASTERCARD ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან: PAY BOX და TBCPAY.
- ცდების ღირებულებაა:
- 5 ლარი - 10 ცდა;
- 4 ლარი - 7 ცდა;
- 3 ლარი - 5 ცდა;
- 2 ლარი - 3 ცდა;
- 1 ლარი - 1 ცდა.
- ერთჯერადად 5 ან მეტი ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში, თითო ლარზე დაგერიცხებათ 2 ცდა.
- ცდების ღირებულებაა:
- გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს 17:00 -ზე.
- გამარჯვებული გამოვლინდება საერთო რეიტინგის მიხედვით, ანუ სხვადასხვა საგანში მიღებული საუკეთესო შედეგების ჯამებით;
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ტესტში აღმოაჩინეთ შეცდომა:
- შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "შეცდომა ტექსტში"
- გამოჩნდება ფანჯარა, სადაც კომენტარის სახით ჩაწერთ თუ კონკრეტულად რა ტიპის შეცდომა აღმოაჩინეთ და აჭერთ ღილაკს "გაგზავნა"
- თუ შეცდომა დადასტურდა, საჩუქრად დაგერიცხებათ 3 ცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის შეწყვეტისას ჩამოჭრილი ცდა არ დაგიბრუნდებათ.
- „მონაწილის“მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ,,ვებ-გვერდის მფლობელი“ იტოვებს უფლებას შეუზღუდოს ,,მონაწილეს“უფლებები. კერძოდ: ,,მონაწილის“ ანგარიშზე წვდომის უფლება, „მონაწილის“ მონაწილეობის უფლება.
- „მონაწილე“გაფრთხილებულია, გაფრთხილებულია, რომ მისი დისკვალიფიკაცია მოხდება შემდეგ შემთხვევებში:
- რეგისტრაციისას, მეტსახელში გამოიყენა უცენზურო, ან მასზე მიმსგავსებული სიტყვა ან სიტყვები
- დისკვალიფიცირებული იქნება ყველა მონაწილე, რომელთა აიპი მისამართიდანაც დაფიქსირდება ოლიმპიადის მონაცემთა ბაზაზე, ან პროგრამულ კოდზე ზემოქმედების მცდელობა. აღნიშნული ფაქტი, დაფიქსირებისთანავე ეცნობება სამართალდამცავ ორგანოებს.
- დისკვალიფიცირდება მონაწილეები, რომლებიც რამოდენიმე ანგარიშით მიიღებენ მონაწილეობას;
- დისკვალიფიცირდება მონაწილეები, რომლებიც სხვისი პირადი მონაცემებით მიიღებენ მონაწილეობას;
- დისკვალიცირდება მონაწილე თუ დადგინდა, რომ ის შპს ,,საგანმანათლებლო ინოვაციებში“-ში დასაქმებული პირი ან დასაქმებული პირის ოჯახის წევრია (მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი (მშვილებელი), და-ძმა).
- რეგისტრაციის პროცესში არასწორად მიუთითა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი
- ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი მეთოდით, ან დაარღვია მონაწილეობის წესების რომელი მე პირობა.
- დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, „მონაწილე“ კარგავს უფლებას გააგრძელოს ოლიმპიადაში მონაწილეობა;
- აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ,,ვებ-გვერდის მფლობელს“ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ,,მონაწილის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო;
- ,,ვებ-გვერდის მფლობელი “ იტოვებს უფლებას, პირობების დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მონაწილეს ჩაუტაროს დამატებითი ტესტირება.