პროექტის შესახებ
ონლაინ სასკოლო ოლიმპიადა არის შეჯიბრი ცოდნაში, რომლის დროსაც შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე, მიიღოს მონაწილეობა ამ შეჯიბრში, მსვლელობის პროცესში გაიუმჯობესოს საკუთარი ცოდნის მაჩვენებელი და საუკეთესო შედეგების მიღების შემთხვევაში მიიღოს დიპლომები და სხვადასხვა ტიპის ფასიანი პრიზები.
ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ სასკოლო საგნებში ცოდნის მიღებასა და გაღრმავებას სტიმულირებული ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით, რის გამოც ჩვენმა გუნდმა, კომპანიამ ”საგანმანათლებლო ინოვაციები”, რომელსაც შეადგენენ ზოგადი განათლების დარგში მოღვაწე სპეციალისტები, პროგრამისტები და უბრალოდ მშობლები, გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ტიპის საგანმანათლებლო პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მიმართული მოზარდებში სწავლის სურვილის გაძლიერებისკენ და თვითონაც იქნებოდა ცოდნის გაღრმავების ეფექტური საშუალება.
ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისას:
მოსწავლეს შეუძლია თვითონ განსაზღვროს თუ როდის და სად გააკეთოს ტესტი, ამისათვის საკმარისია კომპიუტერსა და უწყეტ ინტერნეტთან წვდომა.
მონაწილეს შესაძლებლობა აქვს რამოდენიმეჯერ სცადოს ერთსა და იმავე საგანში ტესტის გავლა, ხოლო მის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი დაფიქსირდება საერთო რეიტინგებში.
საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მოსწავლეები გადადიან ფინალში და იქ უკვე შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სხვადასხვა ტიპის ფასიანი პრიზები, როგორიცაა ევროპასა და ამერიკაში მოკლევადიანი სწავლის დაფინანსება, კომპიუტერული, ვიდეო-აუდიო ტექნიკა და ასე შემდეგ.
მონაწილეობის პროცესში, ტესტებში მოცემული კითხვები მრავალფეროვანია, მაქსიმალურად მოიცავს სასკოლო მასალას და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ეხმარება მოსწავლეს საატესტატო და მისაღები გამოცდებისთვის უკეთესად მომზადებაში.
ერთიდაიმავე მონაწილესთან, სატესტო კითხვების გამეორების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან კითხვების შექმნის პროცესი ჩვენთან უწყვეტად მიმდინარეობს და ამ ურთულესი ამოცანის დაძლევაში უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან ჩართულები.
დაწვრილებით იხ. წესები და პირობები
თანატოლებთან შეჯიბრი, საკუთარი ცოდნის შეფასება, შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა, წინსვლის შეგრძნება, საატესტატო და მისაღებ გამოცდებზე წარმატებების მიღწევის სურვილი, ეს ის მოტივტორებია, რომელიც ჩვენი რწმენით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოზარდებში სასკოლო საგნების უკეთესად შესწავლის სურვილის გაძლიერებაში. ამავე დროს, არანაკლებ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თვითონ ტესტირების ფორმატი და სატესტო კითხვების მრავალფეროვნება, უშუალოდ სწავლის პროცესის ერთერთ ყველაზე ეფექტურ ფორმად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
გარდა ზემოთ ნახსენები ფაქტორებისა, ონლაინ ოლიმპიადის სტატისტიკური მოდული და ანგარიშების სისტემა, საშუალებას აძლევს მშობლებსა და პედაგოგებს, დინამიკაში დააკვირდნენ მოსწავლის ცოდნის პროგრესს და უფრო ეფექტურად დაგეგმონ სწავლების პროცესი, უფრო ნათლად გამოყონ ის თემები და მიმართულებები, სადაც კიდევ მეტი კონცენტრირება იქნება საჭირო შედეგების გასაუმჯობესებლად.
ERUDITOR.GE წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს მათ წინაშე მდგარი რთული ამოცანის დაძლევაში და ეცდება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი სასურველი შედეგების მიღწევაში.
პატივისცემით,
ERUDITOR.GE
ადმინისტრაცია