19 ოქტომბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს მათემატიკასა და გეოგრაფიაში სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთემ“ უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-8და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ: 1-ლი ადგილის მფლობელები 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ, მეორე ადგილოსანები 70%-იანს, ხოლო მესამეზე გასულ კონკურსანტებს „პრომეთე“ სწავლის საფასურის 50%-ს გადაუხდის.
საკუთარი ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
მათემატიკა, მე-8 კლასი
I ადგილი: ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: გიორგი ადიკაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ესაჯარო სკოლა;
III ადგილი: თეკლა შალიკიანი - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა.
გეოგრაფია, მე-8 კლასი
I ადგილი: ნიკოლოზ სოხაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: ნიკა ოთარაშვილი - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“;
III ადგილი: ანა სიმონიშვილი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
მათემატიკა, მე-9 კლასი
I ადგილი: ნოდარ მშვიდობაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა;
II ადგილი: გიორგი ბოტკოველი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა;
III ადგილი: მარიამ სამხარაძე - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა.
გეოგრაფია, მე-9 კლასი
I ადგილი: ნიკოლოზ ონეზაშვილი -თბილისის 102-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: გიორგი გიორგობიანი - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა;
III ადგილი: ანანო ამაღლობელი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“.
შეგიძლიათ იხილოთ "იმედის დილის" სიუჟეტი: