26 ოქტომბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს ქართულში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ: 1-ლი ადგილის მფლობელები 800 ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილოსანები 600 ლარიანს მიიღებენ, ხოლო მესამეზე გასულ კონკურსანტებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურიდან 300 ლარს გადაუხდის.
საკუთარი ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
მე-10 კლასი
I ადგილი: ელეონორა გიორგაძე - ქალაქ თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: ირაკლი გეტიაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;
III ადგილი: დავით თათოშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა;.
მე-11 კლასი
I ადგილი: დემეტრე ქარდავა - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: ილია კურდღელაშვილი - საგარეჯოს 1 საჯარო სკოლა;
III ადგილი:ნატო ბულია - სამეცნიერო-საწარმოო ფირმა „ალმასი“.
მე-12 კლასი
I ადგილი:თამარ წაქაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა;
II ადგილი:თამარ კლდიაშვილი - ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა;
III ადგილი:ნათია ჩადუნელი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლა.