8 ნოემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს ინგლისურ ენაში ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ. მე-10 კლასი: 1-ლი ადგილი - 550 ლარი, მე-2 ადგილი - 450 ლარი, მე-3 ადგილი - 325 ლარი; მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 800 ლარი, მე-2 ადგილი - 650 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ასდგილი - 1100 ლარი, მე-2 ადგილი - 900 ლარი, მე-3 ადგილი - 700 ლარი. ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
მე-10 კლასი
I ადგილი:თიკა გარგალია - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი:დავით ადამაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი:დავით კოდუა - ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა..
მე-11 კლასი
I ადგილი:ანი ლალიაშვილი - ქალაქ საგარეჯოს 4-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი:დავით ადამაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი:ანა ვირსალაძე - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“.
მე-12 კლასი
I ადგილი:დავით ადამაშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
II ადგილი:ნიკა ხიტირი - ნუნუ ავაგუმაშვილის კერძო სკოლა;
III ადგილი:სოფო სრესელი - გორის წმინდა გიორგის ს10D0ელობის სკოლა-ლიცეუმი.