22 ნოემბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომისსეზონის ფინალს გეოგრაფიაში დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესმა სამედიცინო სკოლა „აიეტმა“ უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის.
კლასის საუკეთესო მოსწავლეებისთვის (კლასის ჯამური რეიტინგის მიხედვით) ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი: პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
მე-10 კლასი
I ადგილი:ელეონორა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი:დავით თათოშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი: თიკა გარგალია - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა.
მე-11 კლასი
I ადგილი: თეონა გვეტაშვილი - „ნილემი“;
II ადგილი:დემეტრე ქარდავა - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;;
III ადგილი:ონისე ხუციშვილი - თბილისის მე-5 საჯარო სკოლა.
მე-12 კლასი
I ადგილი:ნოდარ დუმბაძე - თბილისის 136-ე საჯარო სკოლა;
II ადგილი: თამარ წაქაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საჯარო სკოლა;
III ადგილი:ნიკა ირემაძე - თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა.