დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, გიწვევთ წინასაგამოცდო საკონსულტაციო სემინარზე ბიოლოგიაში, 27 ივნისს, შაბათს,12:00 საათზე.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სპეციფიკა;
- გამოცდების ჩაბარების ინსტრუქცია (ბიოლოგია);
- ზოგადი მითითებები, რაც უნდა გაითვალისწინოთ საგამოცდო პროცესში;
- ბიოლოგიის ტესტების განხილვა:
o ტესტის სტრუქტურა;
o საკითხები და ქულების განაწილება თემების მიხედვით;
o ტესტების ტიპები;
o სხვადასხვა თემის ტიპიური ტესტების გარჩევა;
o რა უნდა გავითვალისწინოთ გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას;
- კითხვა-პასუხი.
სემინარს წაიყვანს პროფესორი შოთა მანჯავიძე:
• ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრის ყოფილი კოორდინატორი;
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ყოფილი სპეციალისტი;
• აბიტურიენტების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ბიოლოგიის სახელმძღვანელოს - „ბიოლოგია აბიტურიენტებისთვის“, (ავტორები: ლ. ბურდილაძე, ნ. სიხარულიძე, ქ. მაღრაძე, დ. ბარამიძე) რედაქტორ-კონსულტანტი.
დასწრება უფასოა.
შეხვედრა გაიმართება 27 ივნისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე.
მისამართი: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 2/6 (მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორია).
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და დაშვებული იქნებიან მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთinfo@dtmu.edu.ge -ზე:
- სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- დაბადების თარიღი;
- სკოლა (რომელსაც ამთავრებთ);
- საცხოვრებელი მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონი;
- მშობლის/პედაგოგის/მეურვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი (თუკი თქვენთან ერთად სემინარს დაესწრება მშობელი, პედაგოგი, ან მეურვე).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 16:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 599320003