2014-02-01 19:54:05
ოლიმპიადების პირველი, საგაზაფხულო სეზონი
დაიწყო ERUDITOR.GE-ს პირველი, საგაზაფხულო სეზონი, რომლის შესარჩევი ტური დასრულდება 2014 წლის 30 აპრილს.
ამ ეტაპზე ჩართული იქნებიან 11-ე და 12-ე კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით.
ამ ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ საგნებში:
- მათემატიკა;
- მათემატიკური უნარები;
- ქართული;
- ისტორია;
- ფიზიკა;
- ქიმია;
- ბიოლოგია;
- გეოგრაფია;
- ინგლისური;
- რუსული.
ამჟამად მიმდინარეობს ტესტებისთვის კითხვების დამუშავება ქვედა კლასებისთვისა და სხვა უცხო ენებისთვის.
ფინალური ტურის გამართვის თარიღი გამოცხადებული იქნება წინასწარ.
გისურვებთ წარმატებას!