eMath ოლიმპიადა მე4, მე5 და მე6 კლასელთათვის!
22 თებერვალს დაიწყება მათემატიკის ოლიმპიადა მე4, მე5 და მე-6 კლასელთათვის.
მონაწილეობა შეუძლიათ მე4, მე5 და მე6 კლასელ მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ოლიმპიადა გაიმართება 2 ტურად.
თითოეული კლასის მონაწილეებს ექნებათ განსხვავებული სირთულის შეკითხვები, თავიანთი სასწავლო წლის მასალის შესაბამისად (მე4 კლასელებს მე4 კლასის მასალა, მე5 კლასელებს მე5 და ა.შ.).
პირველ, ონლაინ ტურში ამოსასხნელი იქნება 20 ამოცანა, ოთხი სავარაუდო პასუხით. ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობაა 40. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან.
პირველი ტური გაიმართება ონლაინ რეჟიმში - ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ტესტების გაკეთება. პირველ ტურში ტესტების დაწერა უფასოა, თუმცა თითოეულ მონაწილეს აქვს 5-ჯერ ცდის შესაძლებლობა. ანუ მოსწავლეს შეუძლია შედეგის გაუმჯობესება 4-ჯერ, გამსვლელ ქულად კი ჩაითვლება იმ ტესტის შედეგი, რომელშიც მოსწავლემ დააგროვა ყველაზე მეტი ქულა.
მეორე ტურში გადასასვლელად საჭიროა მინიმუმ ცდებიდან ერთერთში მაინც აიღოთ 20 ან მეტი ქულა (ანუ თუ მონაწილეს 5 ცდის შემდეგ, არცერთში არ აქვს 20 ან მეტი ქულა აღებული, ის ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე).
მეორე, ფინალური ტური გაიმართება 26 მარტს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 10 ლარს.
ფინალში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით:
I ადგილი – ნოუთბუქი
II ადგილი – სმარტფონი
III ადგილი – ტაბლეტი
IV ადგილი - ფოტოაპარატი
V ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიაში
გისურვებთ წარმატებას !
გადასვლა ტესტირებაზე: