13 ივნისსონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს ინგლისურსა და რუსულში AUHTC-მა (ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალი) უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ: 1-ლი ადგილი - 1100 ლარი, მე-2 ადგილი - 900 ლარი, მე-3 ადგილი - 700 ლარი.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
ინგლისური
I ადგილი: ელენე ლოლიაშვილი - ქალაქ თბილისის მე-18 საჯარო სკოლა.
პრიზი: ლეპტოპი.
II ადგილი: მაია კობერიძე - ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის 52-ე საჯარო სკოლა.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი: თიკო ზურაბიშვილი - NK.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.
რუსული
I ადგილი: მზია მათიაშვილი - ინტელექტი XXI.
პრიზი: ლეპტოპი
II ადგილი: მარიტა ქოჩუა - ქალაქ თბილისის 166-ე საჯარო სკოლა.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი:
გიორგი მხეიძე - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
გოდერძი გოგოლაძე - თბილისის 202-ე საჯარო სკოლა.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.