მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > გამარჯვებულთა დაჯილდოება !
2014-07-18 18:17:35

გამარჯვებულთა დაჯილდოება !

17 ივლისს, TBC ბანკის სათავო ოფისმა  eruditor.ge - ის 2014 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

eruditor.ge - ის პირველ სეზონზე, რომლის შესარჩევი ტური თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, 9 სასკოლო საგანში მონაწილეობა მე-11 და მე-12 კლასის 4000 - მდე მოსწავლემ მიიღო.

თითოეულ საგანსა და კლასში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული, რომლებიც საგნების მასპინძელი უნივერსიტეტებისგან სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პროექტის გენერალური სპონსორი TBC ბანკისგან სოლიდური პრიზები: III ადგილის მფლობელს პლანშეტური კომპიუტერი, II ადგილის მფლობელს სმარტფონი, ხოლო I ადგილის მფლობელს ლეპტოპი - გადაეცათ.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო, ქეთევან ფხალაძე კი TBC ბანკისგან სპეციალური პრიზით: MacBook Pro და სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებით დაჯილდოვდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტური, რომელში მონაწილეობა უკვე შეუძლიათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც შემოდგომის მდგომარეობით იქნებიან მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში. შესარჩევი ტური დასრულდება 15 სექტემბერს.