მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ბიოლოგიაში
2014-11-02 23:40:33

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები ბიოლოგიაში

 26 ოქტომბერს ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალს ბიოლოგიაში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემენ. მე-10 კლასი: 1-ლი ადგილი - 550 ლარი, მე-2 ადგილი - 250 ლარი, მე-3 ადგილი - 125 ლარი; მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 1125 ლარი, მე-2 ადგილი - 500 ლარი, მე-3 ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ასდგილი - 2250 ლარი, მე-2 ადგილი - 1000 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი.    

ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც: პირველ ადგილზე გასული მიიღებს 600 ლარიან სასწავლო ვაუჩერს, მეორეადგილოსანი 300 ლარიანს, ხოლო მესამეზე გასული კონკურსანტი - 150 ლარიანს. გამარჯვებულებს ამ ვაუჩერების ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებეში გამოყენების უფლება ექნებათ.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 მე-10 კლასი

I ადგილი:ნიკოლოზ გოჩიაშვილი -  ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლა;

 II ადგილი:ელეონორა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა;

 III ადგილი:საბა თავდგირიძე - ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.

 

 მე-11 კლასი

I ადგილი:ელენე ჩარკვიანი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლა;

 II ადგილი:ცოტნე ძმანაშვილი - გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის მე-20 საჯარო სკოლა;

 III ადგილი:თამარ მენთეშაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზია.  

 

 მე-12 კლასი

I ადგილი:ქეთი სოლომნიშვილი - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა;

 II ადგილი:მარიამ გრძელიძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა;

 III ადგილი:კეკელა ხუციშვილი - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა. 

 

შეგიძლიათ იხილოთ "იმედის დილის" სიუჟეტი: