მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები მათემატიკაში  
2014-12-21 17:03:03

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალები მათემატიკაში  

ERUDITOR.GE-ს შემოდგომის სეზონის ფინალი მათემატიკაში მე-10-11-12 კლასის მოსწავლეებს შორის 21 დეკემბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალში“ ჩატარდა. ამ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაშისაუკეთესო სამეულს „გორგასალი“საჩუქრად სასწავლო ვაუჩერებს გადასცემს. მე-10 კლასი: 1-ლი ადგილი - 800 ლარი, მე-2 ადგილი - 600 ლარი, მე-3 ადგილი - 400 ლარი; მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 900 ლარი, მე-2 ადგილი - 700 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ასდგილი - 1000 ლარი, მე-2 ადგილი - 800 ლარი, მე-3 ადგილი - 600 ლარი.   

კლასისსაუკეთესომოსწავლეებისთვის ჯილდო აქვს დაწესებული პროექტის გენერალურ სპონსორ თიბისი ბანკსაც. მე-8-9 კლასი: პირველი ადგილი - 600 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 150 ლარი; მე-10 კლასი:  პირველი ადგილი - 800 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი; მე-11 კლასი: პირველი ადგილი - 1000 ლარი, მეორე ადგილი - 500 ლარი, მესამე ადგილი - 250 ლარი; მე-12 კლასი: პირველი ადგილი - 1600 ლარი, მეორე ადგილი - 800 ლარი, მესამე ადგილი - 400 ლარი.

 

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

 მე-10 კლასი

I ადგილი:გიორგი მელაძე - ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი:დავით თათოშვილი - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

III ადგილი: ელეონორა გიორგაძე - თბილისის 181-ე საჯარო სკოლა.

 

მე-11 კლასი

I ადგილი: რატი პერტია - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა;

II ადგილი: ვასილ ონიანი -  ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

III ადგილი: თამარ მენთეშაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზია.   

 

მე-12 კლასი

I ადგილი: გიორგი გირკელიძე - ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი: მაგდა ელისაშვილი - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა;

III ადგილი: თამარ წაქაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა.