მიიღეთ ცდა სპონსორისგან (168)
სიახლეები > SANGU - ს ფინალების 21 და 22 თებერვლის განრიგი!
2015-02-18 16:39:24

SANGU - ს ფინალების 21 და 22 თებერვლის განრიგი!

VIII და IX კლასების ფინალების სრული განრიგი:

ყველა ფინალი ჩატარდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 53ა.

26 თებერვალს და 1 მარტს ფინალები არ არის დაგეგმილი. X, XI და XII კლასების ფინალები დაიწყება 7 მარტიდან.  სრული განრიგი მალე გამოქვეყნდება. 

 

SANGU -ს ფინალების განრიგი
თარიღი კლასი საგანი რეგისტრაცია დაწყება
შაბათი, 21 თებერვალი, 2015 წელი VIII ქართული 12:30:00 13:00:00
VIII ისტორია 13:00:00 13:30:00
IX ქართული 13:30:00 14:00:00
IX ისტორია 14:00:00 14:30:00
VIII ბიოლოგია 14:30:00 15:00:00
VIII ქიმია 15:00:00 15:30:00
IX ბიოლოგია 15:30:00 16:00:00
IX ქიმია 16:00:00 16:30:00
კვირა, 22 თებერვალი, 2015 წელი VIII ფიზიკა 12:30:00 13:00:00
VIII მათემატიკა 13:00:00 13:30:00
IX ფიზიკა 13:30:00 14:00:00
IX მათემატიკა 14:00:00 14:30:00
VIII ინგლისური 14:30:00 15:00:00
VIII გეოგრაფია 15:00:00 15:30:00
IX ინგლისური 15:30:00 16:00:00
IX გეოგრაფია 16:00:00 16:30:00

 

 

ყურადღება !

დაგვიანების შემთხვევაში, მონაწილე არ დაიშვება.

პროფილში მითითებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის ან მოთხოვნილი დოკუმენტების (პირადობის დამადასტურებელი  ან დაბადების მოწმობა და კონკრეტულ სკოლასა და კლასში სწავლის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან,) ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე იღებს დისკვალიფიკაციას. პირადობის მოწმობის უქონლობის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა ან მისი ასლი.

იმ შემთხვევაში ფინალის თარიღამდე 3 სამუშაო დღით ადრე ფინალისტი არ დაადასტურებს მონაწილეობას წერილობით ელ-ფოსტაზე info@eruditor.ge (მარტივი ტექსტით, რომ აპირებთ დასწრებას) , ადმინისტრაციას უფლება აქვს მოხნას ან ჩაანაცვლოს აღნიშნული მონაწილე შესარჩევი ტურის რეიტინგში მომდევნო ადგილზე მყოფი მონაწილით (რომელიც თავდაპირველი შედეგებით ვერ მოხვდა საფინალო ოცეულში).

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995 32) 2 48 44 44.

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე ან ელ-ფოსტაზე: info@eruditor.ge.


გისურვებთ წარმატებებს !