დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში შემოდგომის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა 5 კლასსა და 8 სასკოლო საგანში გაიმართა. სულ გამარჯვებული გამოვლინდა 124 საგნობრივ ნომინაციაში და 15 მონაწილემ ადგილი კლასების საუკეთესოთა შორის დაიკავა.
პროექტის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკისგან თითოეული კლასის 3-3 საუკეთესო მონაწილეს (სულ 15 გამარჯვებული) ფულადი პრიზები გადაეცათ - საპრიზო ფონდმა ჯამში 8 000 ლარზე მეტი შეადგინა.
საგნობრივი გამარჯვებულები (124 ნომინაცია) პროექტის პარტნიორი სასწავლებლებისგან სოლიდური მოცულობის სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
eruditor.ge - ის შემოდგომის სეზონის პარტნიორები იყვნენ:
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ალმა-მატერი;
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
- დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი აიეტი;
- თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი;
- თბილისის კერძო სკოლა ივერია;
- სკოლა-ლიცეუმი პრომეთე.
აქ შეგიძილიათ იხილოთ ვიდეო მასალა:
ასევე ბეჭდური მასალა:
eruditor.ge მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და პარტნიორს გამოჩენილი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!