თიბისი ბანკიERUDITOR.GE-ს გენერალური სპონსორია!
შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური შეჯიბრი მიმდინარეობს 9 საგანში. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, რამდენჯერმე სცადონ ერთსა და იმავე საგანში ტესტის გავლა და საბოლოო რეიტინგებში დააფიქსირონ საუკეთესო შედეგები. თიბისი ბანკმა დააწესა სპეციალური პრიზები მე-12 კლასის ფინალურ ტურში გამარჯვებულთათვის. კერძოდ, პირველი ადგილის მფლობელებს ცხრავე საგანში გადაეცემათ ლეპტოპები, მეორე ადგილის მფლობელებს - სმარტფონები, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს - პლანშეტები.
გარდა ამისა, თიბისი ბანკმა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ბავებისათვის საჩუქრის სახით დააწესა „30 უფასო ცდა“, რაც ნიშნავს, რომ განმეორებით ტესტების გავლას ამ ბავშვებისათვის თიბისი ბანკი დააფინანსებს.
თიბისი ბანკი და კომპანია საგანმანათლებლო ინოვაციები უსურვებს წარმატებებს ოლიმპიადების მონაწილეებს.