შეიცვალა ფინალში მონაწილეობის საკვალიფიკაციო ზღვარი და მისი განსაზღვრის წესი.
ახალი წესის თანახმად, ფინალში მონაწილეობის საკვალიფიკაციო ზღვარი დამოკიდებულია ფინალში გამსვლელ ქულაზე (მე-20 ადგილზე მყოფი ფინალისტის შესარჩევი ტურის შედეგი) და შეადგენს ამ ქულის 85 % - ზე მეტს.
თუ ფინალში, მონაწილის მიერ გამოყენებული სამი ცდიდან ერთი მაინც არ იქნება ფინალში გამსვლელი ქულის (მე-20 ადგილზე მყოფი მონაწილის შედეგი) 85 % -ზე მეტი, მაშინ მონაწილე იღებს დისკვალიფიკაციას შესაბამის საგანში.
აღნიშნული ცვლილება ასევე ვრცელდება მიმდინარე ფინალებზეც 18 მაისიდან.
შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებული წესის თანახმად, საკვალიფიკაციო ზღვარი დამოკიდებული იყო თითოეული ფინალისტის შესარჩევი ტურის ქულაზე და სამი ცდიდან მინიმუმ ერთის შედეგი უნდა ყოფილიყო ამ ქულის 85 % - ზე მეტი.